გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტრასბურგში წავალთ

03.04.2018 00:51

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაღუპულის დედამ იზა რუსიამ უთხრა. ის დღეს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან იმყოფებოდა, საიდანაც მისი შვილის ტანსაცმელი წაიღო. „დამიბარეს და გადმომცეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს ბექას ეცვა. აუცილებლად წავიღებ ექსპერტიზაზე, რადგან ჩატარებულ ექსპერტიზას არ ვენდობი. ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში უკვე გავასაჩივრეთ და სამართალს თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წავიღებ. მოვითხოვ ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას, ვისიც იყო იარაღი. ისინი, ვისი, დაუდევრობის გამოც, ბექა ცოცხალი აღარ არის, ციხეში უნდა ისხდნენ. ის იარაღი უყურადღებოდ რომ არ დაეტოვებინათ, ეს არ მოხდებოდა“, - აღნიშნა რუსიამ. წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ წვევამდელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რუსიების ოჯახი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და საგუშაგოს მეთაურების, მათ შორის, ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას ითხოვს. გარდა ამისა, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზეც დაიწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს დაუპირისპირდა
00:46

სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს და...

Radio Atinati

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული დაკავებულს არ ჩაუდენია
01:40

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაულ...

Radio Atinati

გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს
01:18

გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

Radio Atinati

მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
04:28

მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატი...

Radio Atinati

გარდაცვლილი მედდის საქმის ახალი დეტალები / ეპიდვითარება და ცვლილებები ვაქცინაციის პროცესში #LIVE

გარდაცვლილი მედდის საქმის ახალი დეტალები / ეპიდვითარება და ც...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარდაცვლილი ოპერატორის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებს

გარდაცვლილი ოპერატორის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვა

გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვა

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

გარდაცვლილი 17 ადამიანი და ინფიცირებული 388 - კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა

გარდაცვლილი 17 ადამიანი და ინფიცირებული 388 - კორონავირუსის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო