გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

26.02.2018 01:18

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მათი თქმით, იმ დანაშაულისთვის რაც დაკავებულმა ჩაიდინა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მცირე სასჯელია. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ და ასევე საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. ოჯახი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დავით ჯალაღონიას გარდა ამ საქმეში სხვა პირების მონაწილეობაც იკევთება და მომხდარს მიზანმიმართულ ქმედებას უწოდებენ. პროკურორის დავით პაპავას განმარტებით, უწყება სასამართლო გადაწყვეტილების ოფიცილურად ჩაბარების შემდეგ იმსჯელებს მის გაასაჩივრებაზე. პაპავას ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა ის ჯალაღონიასთან კავშირში არ არის. პროცესის დასრულების შემდგე ბერალდებულისა და გარდაცვლილის ახლობლებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას. წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზეც დაიწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს დაუპირისპირდა
00:46

სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს და...

Radio Atinati

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტრასბურგში წავალთ
00:51

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტ...

Radio Atinati

მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
04:28

მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატი...

Radio Atinati

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული დაკავებულს არ ჩაუდენია
01:40

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაულ...

Radio Atinati

გარდაცვლილი მედდის საქმის ახალი დეტალები / ეპიდვითარება და ცვლილებები ვაქცინაციის პროცესში #LIVE

გარდაცვლილი მედდის საქმის ახალი დეტალები / ეპიდვითარება და ც...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარდაცვლილი ოპერატორის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებს

გარდაცვლილი ოპერატორის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვა

გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვა

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

გარდაცვლილი 17 ადამიანი და ინფიცირებული 388 - კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა

გარდაცვლილი 17 ადამიანი და ინფიცირებული 388 - კორონავირუსის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო