მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

01/18/2018
Radio Atinati-ის მიერ

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულმა დავით ჯალაღონიამ ბრალი აღიარა და თავი დამანაშავედ ცნო, სასამართლომ იგი აღმკვეტის სახით კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნატრული აკობიამ, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 10 000 ლარის გირაოს სანცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ გათვალისწინა. პროცესის დასრულების შემდეგ სასმართლოს ეზოში ხმაური იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროცესზე ეჭვმიტანილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა გააპროტესტეს.

ამასთან, ისინი გამოძიებას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ პროკურატურა ხელს საგუშაგოს უფროსის მოადგილეს აფრებს. ისინი სწორედ ამ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ და ამბობენ, რომ იარაღი რომლითაც გაისროლეს, მას ეკუთვნის.

პროცესიდან გამოსულ პროკურორს დავით პაპავას გარდაცვლილის ბებიამ სწორედ ამ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, დაეკისრება თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით საგუშაგოს უფროსის მოადგილეს რამე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ მისი ბრალეულობა არ იკვეთება, რადგან იარაღი, რომელიც მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა, ჯალაღონიამ თვითნებურად აიღო.წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს - ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. - ს. 27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი მას ბრალი სს კოდექსის 116-ე ,გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან