თარაშ კანდელაკის საქმეზე გორში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა
თარაშ კანდელაკის საქმეზე გორში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. განხილვის შედეგად მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნეს. პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოს თარაშ კანდელაკის პატიმრობაში დატოვების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურად ჩატარდა, თავად ბრალდებულმა დუმილის უფლება აირჩია. საქმეზე არსებითი განხილვა 28 სექტემბერს ჩაინიშნა. პროკურორის ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა, რომ კანდელაკის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება, შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ თარაშ კანდელაკის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი დაზიანებების მიყენებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გასაშველებლად მივიდა და მას განზრახვა ან კონფლიქტი დაზარალებულთან არ ჰქონდა. 12 სექტემბერს თარაშ კანდელაკის მონაწილეობით მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ერეკლე თედიაშვილის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა დღეს განცხადება გააკეთა. რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის ოჯახს სამედიცინო პერსონალთან აქვს კითხვები . მათთვის გაუგებარია მომაკვდავი პაციენტის რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანის მიზეზი, სადაც 18 წლის მოზარდი ისე დამძიმდა, რომ სამკურნალო კლინიკაში უკან დააბრუნეს. გორში, რესტორან „ჯოზეფთან“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკია დაკავებული. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge
Trialeti TV-ის სხვა ვიდეოები
ცხინვალიდან გათავისუფლებული მამაკაცი გორის სამხედრ...
ხატია წერეთელის ახალი სიმღერის პრემიერა ექსკლუზიურ...
გურამ გულარაშვილის ულამაზესი სიმღერა, ტელეკომპანია...
რადიო ბლოგი- ქალების ჩართულობა, ნდობის აღდგენისა დ...
თრიალეთის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა
დრეს 22:00 ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
მსგავსი ვიდეოები
ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე კრივში 2014 წ. 3 ნოემბრი...
Sergo Davlianidze1
მკვლელობა? გორში რესტორან„ჯოზეფში"ჩხუბის 20 მონაწილე და მხოლ...
BOXING September 10, 2013 year - 63 kg Huseiynov Ismayil...
Sergo Davlianidze
თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის საქმ...
TV 25
თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს
TV 25
თარაშ მუკბანიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდი...
TV 25
თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის არსებითი გა...
TV 25
პროკურატურაში თარაშ მუკბანიანის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster