ექიმების პროტესტი
„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციას მოითხოვენ. ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მედ-პერსონალს ხელფასი უკვე 7 თევა არ აუღია. კლინიკა კი 1977 წელს აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. შენობა ავარიულია. ცხრა სართულზე მხოლოდ რამდენიმე ფლიგელია გარემონტებული. სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობის გამო ჰოსპიტალში პაციენტების ნაკლებობაა. დღეს კლინიკაში მხოლოდ მხოლოდ 12 პაციენტი მკურნალობს. ონკოლოგიური კლინიკა სახელმწიფოს ბალანსზეა და მას საპარტნიორო ფონდი მართავს. ფონდში აცხადებენ, რომ საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად ჯანდაცვის სამინისტროსთნ ერთად მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელ ინვესტორთან. შემუშავებულია პროექტი, რომლის თანახმადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მრავალპროფილური კლინიკა შეიქმნება და ონკოლოგიური საავადმყოფოსა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მთლიანად გადავა ამ შენობაში. თუმცა როდის ამოქმედდება პროექტი და ნამდვილად შესრულდება თუ არა ის, საინვესტიციო ფონდში ვერ აკონკრეტებენ. რაც შეეხება სახელფასო დავალაინებას, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ეტაპზე სააგენტოს კლინიკის მიმართ დავალიანება არ აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ექიმების პროტესტი
TV IMEDI
ექიმების პროტესტი
shorena surmanidze
ექიმების პროტესტი და შეხვედრა მინისტრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმების პროტესტი გრძელდება
Formula News
ექიმების პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმების პროტესტი რესპუბლიკურ საავდმყოფოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმების პროტესტი რესპუბლიკურში
ტვ პირველი • TV Pirveli
ექიმების პროტესტი და სახელმწიფოს პოზიცია
მთავარი არხი • Mtavari Arkhi