ლიტერატურული კონკურსი „წერო“ დაჯილდოება
14 დეკემბერს,საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა მიშა ბახსოლიანის მოთხრობა „აღსარება ხრუშოვკაში“; პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ვერცხლის წერო და 4000 ლარი გადასცეს. მეორე ადგილზე თამთა მელაშვილის მოთხრობა „მამაჩემი მტრედია“ გავიდა, რომელმაც ფულადი პრემიის სახით, 2000 ლარი მიიღო; მესამე ადგილი და 1000 ლარიანი ფულადი პრემია კი, თემურ ზოიძეს ხვდა წილად მოთხრობისთვის „წითელი კვერცხები“. ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროს რჩეული ოთხი მოთხრობა გამოავლინა: ანიკა ლაზვიაშვილის „სიყვარულით კომშებს“, თამთა მელაშვილის „მამაჩემი მტრედია“, ლუკა ბაქანიძის „მე ვეხებოდი, ჩუმად თქვა ხელმა” და მარიამ სამადაშვილის „დავალება“. მინისტრმა გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნები გადასცა. ლიტერატურული კონკურსი „წერო“, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ლიტერატურული კონკურსი ”წერო“ - გამარჯვებულთა დაჯილდოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიტერატურული კონკურსი „წერო" დაჯილდოების ცერემონია
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო" დაჯილდოების ცერემონია
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო"-კულტურის სამინისტრო რჩეულ მოთხრ...
culturegovge culturegovge
"ტრაექტორია" - ლიტერატურული კონკურსი "წერო"
Artareatv
ლიტერატურული კონკურსი „წერო"
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო"
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო"
culturegovge culturegovge