ლიტერატურული კონკურსი „წერო" დაჯილდოების ცერემონია

28.11.2013 03:20

28 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის "წერო" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ლიტერატურული კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში კულტურის სამინისტრომ რჩეული მოთხრობები გამოავლინა და ავტორები სპეციალური სიგელებითა და სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალზე მკითხველის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდა კონკურის I, II და III ადგილის მფლობელები. I ადგილი და შესაბამისად 3000 ლარი და კონკურსის სიმბოლო -- ვერცხლის წერო გადაეცა ნათია როსტიაშვილს „ჭაღის ანგელოზი", II ადგილი და 2000 ლარი ტარიელ ნამორაძეს „კალია", III ადგილი და 1000 ლარი რუსუდან რუხაძეს „ადა და ევა". http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: