ლიტერატურული კონკურსი „წერო"-კულტურის სამინისტრო რჩეულ მოთხრობას გამოავლენს

27.11.2013 01:15

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ლიტერატურული კონკურსის "წერო" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოების ცერემონია. ლიტერატურული კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში კულტურის სამინისტრო რჩეულ მოთხრობას გამოავლენს და ავტორს სპეციალური სიგელითა და სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოებს. დაჯილდოების ცერემონიალზე მკითხველის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება კონკურის I, II და III ადგილის მფლობელები. მათ შესაბამისად გადაეცემათ 3000 ლარი და კონკურსის სიმბოლო -- ვერცხლის წერო, 2000 ლარი და 1000 ლარი. წიგნების მაღაზია „სანტა ესპერანსა" თავის რჩეულს დააჯილდოვებს მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერით. ტრადიციულად, დასახელდება ჟიურის რჩეული ნაწარმოებიც. ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge ყველაზე აქტიურ მკითხველებს 100 ლარიანი ლიტბარათებით დააჯილდოვებს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო