21 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ლიტერატურულ კონკურს ''წეროს'' დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, ელექტრონული წიგნები „lit.ge\"-ს წარმომადგენელი, ნათია ლურსმანაშვილი და ფარმაცევტული კომპანია GPC -ის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ცინცაძე დაესწრებიან.
ლიტერატურული კონკურსი „წერო\" ელექტრონული წიგნები „lit.ge\"-ის ვებ--გვერდის მეშვეობით, ინტერნეტ სივრცეში განხორციელდება. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის უნდა დარეგისტრირდნენ lit.ge-ს შესაბამის გვერდზე და 12 ნოემბრამდე გამოაქვეყნონ საკონკურსო ნაწარმოები 5--10 გვერდის ფარგლებში. ტექსტები ქვეყნდება ანონიმურად, ავტორების მითითების გარეშე.
ლიტერატურული კონკურსი „წერო'' კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორი ელექტრონული წიგნების მაღაზია \"Lit.ge\" და ფარმაცევტული კომპანია GPC-ია. საინფორმაციო მხარდაჭერას ტელეკომპანია „რუსთავი 2\" უზრუნველყოფს.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე კონკურსის 7 კაციანი ჟიური (კონკურსის ჟიური კონკურსის ბოლომდე საიდუმლოდ რჩება, წევრები არიან თანამედროვე მწერლები და ლიტერატურის კრიტიკოსები) შეარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს. მეორე ეტაპზე შერჩეული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ვებ--გვერდზე და მკითხველი 2 კვირის განმავლობაში, 12--25 ნოემბრის პერიოდში 5 ბალიანი სისტემით შეაფასებს. მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე ფორუმში ჩაერთონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური 10 მკითხველი დაჯილდოვდება ელექტრონული მაღაზიის lit.ge-ს 100 ლარიანი ვაუჩერით.
გამარჯვებულთა ვინაობა (I, II, III ადგილები, ჟიურის სპეციალური პრიზი, სხვა პრიზები, დაწესებული არა ორგანიზატორთა მიერ) გამოცხადდება 28 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე.
http://www.culture.gov.ge
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045