ლიტერატურული კონკურსი „წერო“

22.10.2015

22 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამოცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე, კონკურსის ორგანიზატორი მაშო სამადაშვილი და კონკურსის მხარდამჭერი ფარმაცევტული კომპანია GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა ჯავახიშვილი. ლიტერატურული კონკურსი „წერო“, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია http://lit.ge/ და ფარმაცევტული კომპანია GPC. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: