ლიტერატურული კონკურსი „წერო"
21 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ლიტერატურულ კონკურს ''წეროს'' დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ელექტრონული წიგნები „lit.ge"-ს წარმომადგენელი, ნათია ლურსმანაშვილი და ფარმაცევტული კომპანია GPC -ის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ცინცაძე დაესწრნენ. ლიტერატურული კონკურსი „წერო" ელექტრონული წიგნები „lit.ge"-ის ვებ--გვერდის მეშვეობით, ინტერნეტ სივრცეში განხორციელდება. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის უნდა დარეგისტრირდნენ lit.ge-ს შესაბამის გვერდზე და 12 ნოემბრამდე გამოაქვეყნონ საკონკურსო ნაწარმოები 5--10 გვერდის ფარგლებში. ტექსტები ქვეყნდება ანონიმურად, ავტორების მითითების გარეშე. ლიტერატურული კონკურსი „წერო'' კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორი ელექტრონული წიგნების მაღაზია "Lit.ge" და ფარმაცევტული კომპანია GPC-ია. საინფორმაციო მხარდაჭერას ტელეკომპანია „რუსთავი 2" უზრუნველყოფს. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე კონკურსის 7 კაციანი ჟიური (კონკურსის ჟიური კონკურსის ბოლომდე საიდუმლოდ რჩება, წევრები არიან თანამედროვე მწერლები და ლიტერატურის კრიტიკოსები) შეარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს. მეორე ეტაპზე შერჩეული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ვებ--გვერდზე და მკითხველი 2 კვირის განმავლობაში, 12--25 ნოემბრის პერიოდში 5 ბალიანი სისტემით შეაფასებს. მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე ფორუმში ჩაერთონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური 10 მკითხველი დაჯილდოვდება ელექტრონული მაღაზიის lit.ge-ს 100 ლარიანი ვაუჩერით. გამარჯვებულთა ვინაობა (I, II, III ადგილები, ჟიურის სპეციალური პრიზი, სხვა პრიზები, დაწესებული არა ორგანიზატორთა მიერ) გამოცხადდება 28 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ლიტერატურული კონკურსი „წერო“
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო"
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო"
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო"
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო"
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი "წერო"
culturegovge culturegovge
ლიტერატურული კონკურსი „წერო“
TV IMEDI
ლიტერატურული კონკურსი „წერო" დაჯილდოების ცერემონია
culturegovge culturegovge