ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუშაობის შედეგები შეაჯამა
თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს შორის დღეს თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" საჯარო შეხვედრა გაიმართა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და გამგეობაში არსებული სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა დამსწრე საზოგადოებას ბოლო 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს, რომლის მიზანი იყო თვითმმართველობის მხრიდან გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების ამაღლება საკუთარი ამომრჩევლის და მოსახლეობის წინაშე. გივი მეტრეველმა შეხვედრაში მონაწილეების მხრიდან წამოჭრილ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა, რომელიც დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, „კახეთის სამოქალაქო ლიგა", სტუდენტები, ადგილობრივი მედიის და თელავის რიგითი, აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1jjBntU
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში პროგრამა "მომავლის თაობის" დასკვნითი ღონისძიება გაი...
Radio Atinati
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - დისკუსია დემოკრატ...
Radio Atinati
ვითარებაა სტიქიის ზონაში - „მოამბე“ გურიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ხმაური მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის პრეზენტაციაზე
Radio Atinati
სტიქია ხაშურის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე რეგიონში არსებულ პრობლემებს გაეც...
Radio Atinati