დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება - ბოლო მონაცემებით, 7 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავდა 40 ათასზე მეტი მოქალაქე. სტიქიის ზონაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაემგზავრა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 79 ათასზე მეტი სამაშველო რაზმი მონაწილეობს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ თურქეთის ათ პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 13 თებერვლამდე დაიხურა სკოლები. ათ დაზარალებულ პროვინციაში კი სასწავლო პროცესი 20 თებერვლამდე შეწყდა. სტიქიის ზონაში მუშაობს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი - ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე. ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის ახლა ბოლო ინფორმაციას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩართვა თურქეთიდან -„მოამბე“ ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში - ბოლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ერდოღანის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster