სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თურქეთში
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 8 000ზე მეტი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს - განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინა. ამასთან, თურქული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოებიდან დაშავებულთა უმეტესობა უკვე გაწერეს. თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მეცხრე დღეა სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 31 600-ს აღემატება. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამჟამად სტიქიის ზონაში 238 ათასზე მეტი მაშველი მუშაობს. საგარეო უწყების მონაცემებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 77 ქვეყნის 9 400 მაშველია ჩართული. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომ მაშველებმა ჰათაის პროვინციაში ნანგრევებში ყოფნის 182 საათის შემდეგ, 13 წლის გოგონა ამოიყვანეს ცოცხალი. რაც შეეხება თურქეთის მეზობელ სირიას, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას ქვეყანაში, ამ დროის მონაცემებით, 5 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს ცნობით, სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი აცხადებს, ეს ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება თურქეთში - „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უახლესი ინფორ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეოთხე დღეა სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამაშველო ოპ...
TV IMEDI
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6200...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი გადაარჩინეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხრეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მე-7 დღე მიწისძვრიდან - ვითარება თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster