დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები

16.02.2023 04:17

11 დღე ნანგრევების ქვეშ.

თურქეთის მიწისძვრის შედეგად დანგრეულ კორპუსში მოყოლილი ახალგაზრდა ცოცხალი გამოიყვანეს. საათებთან ერთად გადარჩენის შანსების სულ უფრო შემცირების მიუხედავად, თითქმის მიწასთან გასწორებულ 10 ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია არ წყდება. დღითიდღე სულ უფრო იმატებს ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი წყალმომარაგების აღდგენას და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. 36 000-ზე მეტი დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი მილიონამდე ადამიანი მარტო თურქეთში - ზარალის მასშტაბები სულ უფრო მზარდია. დაზარალებულმა ქვეყანამ დღეს ნატოდან კარვების ქალაქის მოწყობაში დახმარების პირობა მიიღო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub