დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში

07.02.2023 02:15

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის 10 პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მასში ჩართულია 25 000-ზე მეტი მაშველი, ასობით სპეცტექნიკა და ათასობით სამშენებლო აღჭურვილობა. თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებიდან 8000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიამ სულ მცირე 5 775 შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი 380 500-მდე დაზარალებული. სირიაში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 1 600-ს აღემატება. აქედან 812 ადამიანი ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 790-მდე კი მეამბოხეთა მიერ დაკავებულ მიწებზე. თუმცა, შიშობენ, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ყველაზე მეტი, 1500-მდე ადამიანი ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში დაშავდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მათ შორის 1.4 მილიონი ბავშვი. მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები გააჩნია, თუმცა ვითარება გაცილებით მძიმეა სირიაში, სადაც მრავალწლიანი ომის შემდეგ, ჰუმანიტარული მდგომარეობა ისედაც საგანგაშო იყო და ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში
04:44

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში
04:41

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში - ბოლო ინფორმაცია „მოამბეში“
01:44

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში - ბოლო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები
01:08

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები
00:32

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები
00:48

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
06:42

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორიული ვიზიტი თურქეთში
04:39

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორიული ვიზიტი თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო