ზუგდიდში პროგრამა "მომავლის თაობის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორებმა პროექტის შედეგები შეაჯამეს და ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები და პედაგოგები დააჯილდოვეს.გარდა ამისა, ასოციაცია "ათინათმა" წლის საუკეთესო სამოქალაქო კლუბის ლიდერი მოსწავლეები გამოავლინა. "32 საჯარო სკოლაში ვიმუშავეთ სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციის მიზნით. დღეს არის 3 წლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი იმით, რომ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად შევძელით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განგვეხორციელებინა, გვეთანამშრომლა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბევრი პრობლემა მოგვეგვარებინა თემში. იმედი მაქვს რომ სამოქალაქო კლუბები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ სკოლების ბაზაზე, გააგრძელებენ მუშაობას", - აღნიშნა პროგრამის კოორდინატორმა სალომე გარდავამ. PH International-ის წარმომადგენელმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა ასოციაცია "ათინათი"."მომავლის თაობაში" ჩართულმა მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" 2018-2021 წლებში სამეგრელო რეგიონის 32 საჯარო სკოლაში ხორციელდებოდა. ის PH International-საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პროგრამა "მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება ზუგდიდში
Radio Atinati
აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება სამეგრელოში
Radio Atinati
#ნაშუადღევს მომავლის თაობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის მოსწავლეებმა გამო...
Radio Atinati
„ათინათმა“ პროგრამა „მომავლის თაობის“ 2018 წლის შემაჯამებელი...
Radio Atinati
"მომავლის თაობა" - პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო
Radio Atinati
ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ გზებზე - აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია
Radio Atinati