"მომავლის თაობა" - პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო
ასოციაცია ,,ათინათში“ სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. პროგრამის ახალი ეტაპის განხორციელება ,,ათინათმა“ ამერიკულ ორგანიზაცია PH International-თან პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის იანვრიდან დაიწყო. “მოხარული ვარ, რომ ახალ სკოლებში დაიწყო პროგრამა, რომელსაც 2010 წლიდან ვახორციელებთ და ვთანამშრომლობთ „ათინათთან“. ჩვენი პროგრამები ეხება და მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. პროგრამის მიზანი ასევე არის, რომ მოსწავლეები გახდნენ უფრო აქტიური მოქალექეები, თემის ცხოვრებასა და განვითარებაში ცვლილებესბ შეიტანენ. რაც შეეხება მიზნობრივ ჯგუფს, არიან სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან, ჩაუტარდებათ ტრენინგები, დაურიგდებათ სახელმძღვანელოები, რაც სწავლებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის“, - თქვა პროგრამის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერმა თამარ ფრუიძემ. შეხვედრას პრობრამის წინა ეტაპის მონაწილეებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ის აქტივობები და პროექტები გააცნეს, რომლებიც თავიან თემში განახორციელეს. „2015 წელს ჩავერთეთ აღნიშნულ პროგრამაში. ჩავატარეთ სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება. ეს პროგრამა დაგვეხმარა, რომ გავმხდარიყავით თავისუფალი და მეტად აქტიური მოქალაქეები“, - თქვა წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა კვარაცხელიამ. „მომავლის თაობის“ პროგრამაში პირველად ჩაერთვება მესტიის მეორე საჯარო სკოლა. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნაკანი იმედოვნებს, რომ პროექტი მოსწავლეებს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. „მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები მეტად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქებიი და ჩერთონ საზოგადოების განვითარებაში, მიიღონ გამოცდილება და თანამედროვეობას აუწყონ ფეხი. სწორედ ამას ველოდები“, - აღნიშნა ნაკანმა. „მომავლის თაობის“ ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 32 სკოლაში იმუსავებს. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საჩინოელი მოსწავლეების მიერ გაშენებული თხილნარი და პროგრამა...
Radio Atinati
საზოგადოება „ბილიკმა“ ახალი პროგრამა „მომავლის თაობა“ საზეიმ...
Georgian Media Group
პროექტი ,,დემოკრატია ჩემს სათვალეში''(მოსწავლეთა მიერ შესრულ...
ახუთის თემის N1 საჯარო სკოლა
X კლასის მოსწავლეთა მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა Mi...
ახუთის თემის N1 საჯარო სკოლა
„მომავლის თაობა“ პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება
TV 25
„მომავლის თაობა“ – პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
Radio Atinati
მომავლის თაობის წარმატებული პროექტები ჭაქვინჯის საჯარო სკოლა...
Radio Atinati
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა–" შემაჯამებე...
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი