Detention center number 2 | დაკავების ცენტრი N2

11/16/2021
Untitled Gallery-ის მიერ

ადამიანები ყოველთვის დანის თხელ პირზე დადიან. თითოეული ჩვენგანის ერთი მიმართულებით გადაგმულ პატარა ნაბიჯს თავისუფლებისკენ მივყავართ, სხვა მიმართულებით კი - ტირანიისკენ. ავტოკრატიულ სახელმწიფოებში ჩვენ ვხედავთ ფართოდ გავრცელებული უსამართლობის სურათს, რომელიც არა მხოლოდ ერთი სპეციფიური ქვეყნის პრობლემაა, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხება.

2021 წლის 23 იანვარს რუსი თეატრის რეჟისორი და ხელოვანი ვიქტორია ნარაქსა და რუსული აქტივისტური სახელოვნებო ჯგუფის “ფუსი რაიოტის” წევრები ლიუსია შტეინი და მარია ალიოხინა დააკავეს რუსი ოპოზიციური ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის შემდეგ.
ვიქტორია, ლიუსია შტეინთან ერთად, 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მოსკოვის დაკავების მეორე ცენტრში, სადაც მან გრაფიკული ნამუშევრები შექმნა პატიმრობაში მყოფი ქალის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ის ასევე წერდა დღიურს, ბლოკნოტისა და მარკერების გამოყენებით, იმ ერთადერთი მასალის, რომლის გარესამყაროდან შეტანაც შეეძლო დაკავების დროს.

გამოფენა წარმოგვიდგენს არა მხოლოდ ვიქტორიას მიერ დაკავების ცენტრში შექმნილ ნახატებს, არამედ ლიუსია შტეინის მარია ალიოხინასთან გაგზავნილი სასიყვარულო წერილების რეპრეზენტაციას. სხვადასხვა ინსტალაციასთან ერთად, გამოფენის დამთვალიერებლები იხილავენ საპატიმროს კაბინაში მყოფი ქალის ყოველდღიური ცხოვრების სურათსა და განწყობას, რომელსაც ხელოვანები განიცდიდნენ. ამასთან, გამოფენის ფარგლებში ყოველდღიურად გაიმართება ვიქტორია ნარაქსას სპექტაკლების სერია, 18:30-დან 19:00 საათამდე.
პროექტის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ ისეთ ავტოკრატიულ ქვეყნებში, როგორც რუსეთია, მიმდინარე ძლიერი პრობლემების ხაზგასმა, არამედ ასევე ქალის ისტორიის გადმოცემა, რომელმაც პირადი ბრძოლა გადაიტანა რეჟიმთან, დაკავების ცენტრსა თუ მის გარეთ.
გამოფენა გრძელდება 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით

ათი დღის განმავლობაში, ყოველდღე, 18:30-დან 19 საათამდე, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ვიქტორია ნარაქსას პერფორმანსების სერია იხილონ.
გამოფენას კურატორობენ გიორგი როდიონოვი და გიორგი კიკორია

ასისტენტები:
ალექსანდერ სოფეევი და კირილ მორგანი

ლოკაცია: უსახელო გალერეა თბილისი, იუნკერების ქ. 1/12, თბილისი
https://goo.gl/maps/r9BU3jk9V14DYYwt5
__ დასწრება თავისუფალია __

თუ გსურთ გამოფენის მხარდაჭერა, დონაცია შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE41BG0000000365934512 უსახელო გალერეა თბილისი
დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ Naraxsa

*** ENG

People always walk on a thin blade, where one small step of each of us in one direction is a step towards freedom, and in the other - towards tyranny. In the autocratic states we see a picture of widespread lawlessness which is the problem not only of one specific country but it applies to ehw whole world.
On January 23, 2021, Russian theater director and the artist Victoria Naraxsa and მembers of the Russian activist art collective “Pussy Riot” Lusya Stein and Maria Alyokhina were detained after their participation in a rally organized by one of the prominent Russian opposition leaders, Alexei Navalny.
Victoria, together with Lusya Stein served their administrative arrest in Moscow’s second detention center for 10 days, where she created graphic drawings about the daily life of women in custody. She also kept a diary using the notebook and markers brought to her from the outside world as one of the only possible materials she could get while being detained.
This exhibition presents not only the drawings created by Victoria in the detention center, but also the representation of the love letters sent by Lusya Stein to Maria Alyokhina. Together with different installations, the visitors of the exhibition will see the image and the mood of the women’s daily life in the prison cabins that the artist experiences. Moreover, within the framework of the exhibition, the series of the performances by Victoria Naraxsa will be held every day from 18:30 till 19:00.
The main goal of the project is not only to highlight the very strong problems happening in the autocratic countries such as Russia, but also to tell the story of a woman with her personal war against the regime from inside the detention centers and outside of it.
The exhibition lasts from 14th to 24th of November 2021.

Every day for ten days from 18:30 to 19:00 the visitors will be able to see the whole series of the performances by Victoria Naraxa.
Exhibition curated by
Giorgi Rodionov and Giorgi Kikoria

Assistants:
Alexander Sofeev
Kirill Morgan

Location: Untitled Gallery Tbilisi, Iunkerebi 1/12, Tbilisi
https://goo.gl/maps/r9BU3jk9V14DYYwt5
__Free entrance __

If you want to support this exhibition, you can send a donation to this bank account:
GE41BG0000000365934512. Untitled Gallery Tbilisi
Please mark Naraxsa in description