Warning, Fragile | ფრთხილად, მსხვრევადია

01/28/2021
Untitled Gallery-ის მიერ

For English, please, scroll down

უსახელო გალერეა თბილისი მოხარულია წარმოდგიდგინოთ ქართველი ხელოვანის, მარიამ გაბრიჭიძის სოლო გამოფენა \"ფრთხილად, მსხვრევადია\".

პანდემიის ტალღის დრამატულმა დასაწყისმა საგრძნობლად შეცვალა პირადი სივრცის აღქმა, რომელიც აქამდე წარმოადგენდა ადამიანებისათვის კაპიტალისტური სამუშაო წესის ქაოტური წნეხისაგან თავის დასაღწევ ადგილს.

2015 წელს, ქართველმა ხელოვანმა მარიამ გაბრიჭიძემ აღმოაჩინა, რომ თუ წარსულში საწოლი მისთვის სიმშვიდის მომტანი ადგილი იყო, სადაც საკუთარ წარმოსახვას შეეძლო გაყოლოდა და დაესვენა, ახლა მან დისფუნქციურობა შეიძინა და შფოთვასა და შიშთან გახდა დაკავშირებული.

ამ დროიდან, მისი ეს მიგნება ნახატებად ტრანსფორმირდა, რომლებიც იმ ადამიანების საწოლებს აერთიანებს, რომლებმაც პროექტში მიიღო მონაწილეობა.

ხელოვანის მიზანი მსხვრევადობის გავრცელებულ გაგებაზე რეფლექსიაა. თანამედროვე საზოგადოებაში მისი გამოვლინებები დღემდე არასასრურველ მდგომარეობად მოიაზრება როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ეს აღქმა მასკულინური კულტურის მიერაა წარმოებული, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ქალების დაკნინებას მათი მოწყვლადობის გამო სადაც ფემინურობა, “სისუსტის” სინონიმია.

ტრადიციული ტილოს ნაცვლად ხელოვანი ხატვისთვის ნახევრად გამჭვირვალე ქაღალდს იყენებს, რომელსაც ძირითადად შუშის ნივთების შესაფუთად გამოიყენება. ის ნამუშევრებს დამატებით სტრუქტურას სძენს.

კურატორი - გიორგი როდიონოვი

გამოფენა გაიმართა 19 ივლისიდან 28 ივნისის ჩათვლით უსახელო გალერეა თბილისში.

https://www.facebook.com/events/96577...


Untitled Gallery Tbilisi is pleased to invite you to the Georgian artist Mariam Gabritchidze's solo exhibition \"Warning, Fragile\".

It was way back from the dramatic hit of the pandemic that changed the whole world’s approach to the private space as the place of one’s relief from the chaotic pressure brought by the capitalistic working manners.

In 2015 the Georgian artist, Mariam Gabritchidze discovered her own bed gaining the dysfunction with full of anxiety and fear while it always used to be stress less spot accompanying imagination and rest.

Since then she is transforming her artistic research into the paintings of different beds belonging to other people, who were happy to participate in the project.

The artist wants to reflect on the common understanding of fragility, while the contemporary society discriminates against the act of it, as it is still understood as a very unwanted condition for both males and females.

It needs to be said that it is mostly brought up by the masculine culture that undermines women day by day for their vulnerability.

Yes, it is still “mostly understood” as something feminine, therefore \"weak”.
For the painting instead of traditional canvas, the artist plays with the material as she uses semi-transparent paper originally used for wrapping the glass. it gives the painting the additional structure.

Curator - Giorgi Rodionov

The exhibition was held from the 19th till the 28th of July at Untitled Gallery Tbilisi.

https://www.facebook.com/events/96577...