სექტემბერში სკოლის მოსწავლეები მეორად სახელმძღვანელოებს მიიღებენ

20.08.2015 03:34

სასწავლო წიგნების 40 % დაიბეჭდება დანარჩენი 60 % კი რესტავრაციას ექვემდებარება. ამ დროისთვის სკოლებში ნახმარი სახელმძღვანელოების შეგროვება მიმდინარეობს, რათა მათ ყდები გამოუცვალონ და ახალი სასწავლო წლისთვის ამ ფორმით მოამზადონ. მეორადი წიგნები თბილისში წასაღებად უკვე გაამზადეს რაიონების სკოლებშიც. სექტემბერში მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოების სახით ძირითადად მეორადი წიგნები დაურიგდებათ. დღეს განათლების მინისტრმა დაადასტურა, რომ წიგნების 60 პროცენტი რესტავრირებული იქნება. ზოგ სახელმძღვანელოს შესაძლოა ყდა შეუცვალონ ან ხმარებისგან დაშლილი ფურცლები ხელახლა აკინძონ. წელს სახელმძღვანელოებისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, ამ თანხაში ახალი წიგნების დაბეჭდვის გარდა მეორადი სახელმძღვანელოების ყდების რესტავრაციაც შედის. ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. rustavi2.com საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი Georgian Education Alliance გამოიწერეთ არხი / Subscribe : http://goo.gl/66oB65 საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი google+ ზე : http://goo.gl/ZLXyM6 საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი facebook ზე : http://goo.gl/qxLs28 David Lagvilava, Mariam Raminashvili დავით ლაგვილავა, მარიამ რამინაშვილი

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო