კორუფციული სქემა განათლების სფეროში

19.09.2015 08:53

კორუფციული სქემა განათლების სფეროში – საჯარო სკოლები გარკვეულ მომსახურებაზე ხელშეკრულებას ერთიდაიგივე კომპანიას უფორმებენ შ.პ.ს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი სკოლებს ადმინისტრაციულ მომსახურებას უწევს. ადმინისტრაციულ შტატში საჯარო სკოლებს საშუალოდ 5-6 კადრი ჰყავთ, თუმცა დამატებით ხელშეკრულებას იგივე სერვისზე კერძო კომპანიას უფორმებენ. როგორც ირკვევა განათლების სამინისტროს დავალებით, რადგან ეს კომპანია სამინისტროს მაღალჩინოსნის ნათესავისაა. მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის გათვლებით ეს კორუფციული სქემა ახლა შენდება. როგორც მასწავლებლებმა გამოიკვლიეს, თავად კომპანია, რომელიც მოსწავლეებისთვის გამოყოფილ ფულს ითვისებს, სამინისტროს მაღალი ეშელონებიდან იმართება და ფულიც, მათი დასკვნით სწორედ იქით გადამისამართდება. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე შიშობს, რომ ამ მხილების შემდეგ მას სკოლიდან გააგდებენ, რადგან მას მიაჩნია, რომ კრიტიკული, კორუფციის საწინააღმდეგო აზრი სკოლებიდან იდევნება და იქ თანდათან სრული მორჩილება მკვიდრდება. ხოლო ვინც არ ემორჩილებათ ერთმანეთის მიყოლებით კანონდარღვევით უშვებენ სამსახურიდან. წყარო: http://rustavi2.com/ka/news/26677 საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი Georgian Education Alliance გამოიწერეთ არხი / Subscribe : http://goo.gl/66oB65 საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი google+ ზე : http://goo.gl/ZLXyM6 საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი facebook ზე : http://goo.gl/qxLs28 David Lagvilava, Mariam Raminashvili, Dimitri Shashkini, david feradze დავით ლაგვილავა, მარიამ რამინაშვილი, დიმიტრი შაშკინი, დავით ფერაძე კურიერი 21 00 19 09 2015, Rustavi2

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო