მასწავლებლების აქცია განათლების სამინისტროსთან 2.12.2014
მასწავლებლების ჯგუფმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამაფრთხილებლი აქცია გამართა მოთხოვნით, რომ 2015 წლის ბიუჯეტში სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატი მთელი წლის განმავლობაში და სტატუსი 2018 წლამდე შეუნარჩუნდეთ. აქცია განათლების სამინისტროსთან 16 საათზე დაიწყო. აქციის მსვლელობისას "საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა" განათლების სამინისტროში შეიტანა განაცხადი, რომ მისი წევრები ჩართონ განათლების სამინისტროს კომისიების მუშაობაში, რათა უფრო საჯარო გახადოს სამინისტროს საქმიანობა. სერტიფიცირებული მასწავლებელი შორენა გამყრელიძე ამბობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 მილიონი, ნაცვლად 18 მილიონისა, რაც ბადებს ეჭვს, რომ 2015 წლის იანვრიდან სახელფასო დანამატს არ მიიღებენ. შორენა გამყრელიძე არ ეთანხმება იმას, რომ განათლების სამინისტრომ 8-წლიანი სერტიფიცირების ვადა შეუჩერა. "მე დავხარჯე დრო, ენერგია, ფული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სერტიფიცირება ცუდი იყო თუ კარგი", - ამბობს შორენა გამყრელიძე, რომელიც ახლა მასწავლებელად არ მუშაობს, მაგრამ აპირებს, რომ საჯარო სკოლაში დასაქმდეს. დავით ლაგვილავა, საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ განათლების სამინისტრო არ აღიარებს მასწავლებლების შრომას, რაც მათ დაუკარგავს მოტივაციას. ლაგვილავას მოთხოვნაა, სამინისტრომ დააფიქსიროს მომავალი წლის ბიუჯეტში, რომ სერტიფიცრებული მასწავლებლებისთვის სერტიფიცირების დანამატი 2015 წლის პირველ რვა თვეში გაიცეს. ლაგვილავას თქმით, სამინისტრომ პირობა უნდა დადოს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალსიწინებს საკმარის თანხას სერტიფიცირების დანამატისთვის. ასევე, შეუნარჩუნდეთ რვა წლის განმავლობაში კანონით დადგენილი წესით სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი, არასერტიფიცირებული მასწავლებლები მასობრივად არ დაითხოვონ და არ ჩამოაშორონ სასკოლო სისტემას მათთვის არასასურველი პედაგოგები. წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/3...
საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი-ის სხვა ვიდეოები
კონფერენცია მასწავლებელთა უფლებებთან დაკავშირებით
კონფერენცია - „ალიანსი მასწავლებელთა უფლებებისათვი...
04:09
დემოტივირებული მასწავლებლები - ბიზნეს კურიერი 20.1...
08:53
კორუფციული სქემა განათლების სფეროში
03:03
მასწავლებლების აქცია განათლების სამინისტროსთან 2....
06:43
სარგებლობს თუ არა განათლების მინისტრის მამა და ძმა...
03:08
შენიშვნები განათლების მინისტრს
10:11
სერგო რატიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლ...
მსგავსი ვიდეოები
მასწავლებლების აქცია განათლების სამინისტროსთან
netgazeti ge
აქცია განათლების სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია განათლების სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია განათლების სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია მე-10 საჯარო სკოლასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოცდებში ჩაჭრილი პედაგოგების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასუფთავების აქცია 50-მდე სკოლაში..
odishitv