აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა
მარნეულში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ისინი სკოლისთვის ავტორიზაციის აღდგენას ითხოვენ, უკიდურეს შემთხვევაში კი, საგაზაფხულო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე ფუნქციონირების უფლებას. მშობლები ასევე უარს აცხადებენ შეთავაზებაზე - შვილები მარნეულში მდებარე სხვა სკოლებში მობილობით გადაიყვანონ. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, საბჭომ ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო და ძალაში 8 მარტიდან შევა. როგორც სკოლის ადმინისტრაციამ განმარტა, მათ ხარვეზების გამოსწორება შეძლეს, თუმცა საბჭომ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. აქციის დასრულების შემდგომ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლის ადმინისტრაციითა და მშობლებით დაკომპლექტებულ ჯგუფთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო. გადავადდება თუ არა სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების პროცესი, ცნობილი სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ გახდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ლიცეუმი. მე- 4 კლასი 2017...
თამაზ მეგრელიშვილი
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა -ლიცეუმი დედა ენის დღე 14...
Davit Agmashenebeli School
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის კურს დამთავრებულ...
მარნეული MARNEULI TV
დამოუკიდებლობის დღე მარნეულში
Municipality of Marneuli
დედაენის დღე მარნეულში მრავალფეროვნად აღინიშნა
Municipality of Marneuli
ქართული ენის დღე - დაგეგმილი ღონისძიებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლა–ლიცეუმში
Municipality of Marneuli
მარნეულში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართ...
Municipality of Marneuli