„ისე გვიყვება, ყველაფერს ვიგებთ“, - დასამახსოვრებელი გაკვეთილები 24 წლის ზუგდიდელი მასწავლებლისგან
- ვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ბოლშევიკები? - საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის წინააღმდეგ - და აბა მითხარით ახლა, ვინ იყო პირველი რესპუბლიკის მთავარი მოკავშირე ევროპაში... დაფაზე 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შედეგები და საფრთხეებია ჩამოწერილი, სია მოსწავლეების პასუხების მიხედვით ივსება. - რატომ ცდილობდა საბჭოთა რუსეთი საქართველოს შიგნით მტრულად განწყობილი ჯგუფების წაქეზებას? შევადაროთ მაშინდელი ვითარება თანამედროვე პერიოდს. ეს უკვე კლასში მოსამზადებელი ჯგუფური დავალების თემაა. სოფელ დიდინეძის სკოლის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი, 24 წლის ლევან შედანია, მეცხრე კლასელებს ასე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას უხსნის. „წინასწარ რეპეტიცია არ გამივლია, მაგრამ პირველი გაკვეთილზე რომ შემოვედი, ისე ვინერვიულე, ისიც კი არ მახსოვს, რომელ კლასელებთან შევედი. მახსოვს, შეკითხვებით დავიწყე და გამიკვირდა, რომ კარგად იცოდნენ ისტორია. ისე, ბავშვებმა კარგად იციან ისტორია, ნერვიულობისას ზოგჯერ თარიღი შემშლია და გაუსწორებიათ. არ გაპატიებენ ასეთ რამეს“. ლევანი დიდინეძში ზუგდიდიდან დადის. სკოლაში მუშაობა წელს იანვრიდან დაიწყო და მეშვიდეს ზემოთ ყველა კლასს ასწავლის. საკუთარ თავს მკაცრს არ უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ მომთხოვნია. ყველაზე მეტად ის ახარებს, როდესაც ხედავს, რომ მისი ახსნილი გაკვეთილი ყველამ კარგად გაიგო. ამისთვის კი სხვადასხვა გზას პოულობს - ლევანის ისტორიის გაკვეთილებზე ხან დისკუსიაა, ხან დებატები, ხანაც კი ფილმების ჩვენება. „ბავშვებს მოსწონთ დისკუსიები, დებატები. დაბალ კლასებს ჯგუფურ სამუშაოს ვაძლევ ხოლმე, რომ ერთმანეთთან ამ ფორმით იურთიერთონ. ხშირად ერთად ვუყურებთ ისტორიულ ფილმებს, რომ იქედან ინფორმაციის ამოღება, პარალელების გავლება შეძლონ ისტორიულ სინამდვილესა ან ფილმში აღწერილ ამბავს, პერსონაჟებს შორის“. „ისე გვიხსნის, ყველაფერს ვიგებთ“, „ისე გვიყვება, გეგონება იმ დროში ხარ და ყველაფერს ხედავ“, „საგანიც შეგვაყვარა, თვითონაც ძალიან უყვარს და იმიტომ“, „ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ“, - გვეუბნებიან მეცხრეკლასელები, რომლებმაც დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიაზე იმუშავეს. სკოლის დირექტორი, ლარისა ქირია გვიყვება, რომ სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ვაკანსია მოულოდნელად გამოჩნდა. ლევანის კვალიფიკაცია თავიდანვე მოეწონათ, თუმცა არავის ეგონა, რომ სკოლის ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი ასე მალე მოახერხებდა ბავშვებისთვის ისტორია შეეყვარებინა. დიდინეძის სკოლაში 84 მოსწავლე და 22 მასწავლებელია. პედაგოგებიდან კაცი მხოლოდ სამია. ლევანი მიიჩნევს, რომ სტერეოტიპი, თითქოს მასწავლებლობა უმეტესად ქალების პროფესიაა, არასწორია და მისთვის ეს ბარიერი არასდროს ყოფილა. „ეს პროფესია ბავშვობიდან მომწონს. ისტორია სკოლაშიც მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩამებარებინა“, - ლევანი ახლა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში კვალიფიკაციას იმაღლებს და სექტემბერში უფროსი მასწავლებლის სტატუსს ელოდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"აქაურობა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს" - ყვავილების სათბური და...
Radio Atinati
სამი მწყრით დაწყებული ბიზნესი - მერაბ ნანავას მეფრინველეობი...
Radio Atinati
დრო, რომელიც კოვიდმა ბებია-ბაბუებს წაართვა
Radio Atinati
როზა კაკულია: ერთი წუთი ჩემს გარეშე თუ შეიძლება მათი ყოფნა ა...
Radio Atinati
პანდემიისას გაშენებული ქლიავის პირველი პლანტაცია სამეგრელოში
Radio Atinati
ხის ნაკეთობები ზუგდიდელი ბანკირისგან - ჰობი, რომელიც პანდემი...
Radio Atinati
ზუგდიდში 100%-იანი გრანტი 27-მა აბიტურიენტმა მიიღო
Radio Atinati
ჩვენი ცხოვრება ამ უბედურებაზე გაიყინა! - ChernovetskyiFund
ჩერნოვეცკის ფონდი