ხის ნაკეთობები ზუგდიდელი ბანკირისგან - ჰობი, რომელიც პანდემიისას საქმედ იქცა
06/15/2021
Radio Atinati-ის
მიერ
ხეზე მუშაობით ზუგდიდელი ნიკა ლეთანძე ბავშვობიდან დაინტერესდა. მაშინ ხშირად რჩებოდა საამქროში მამასთან, გამოცდილ ხის ოსტატთან, და საათობით უყურებდა, როგორ ამზადებდა მამა სხვადასხვა ნაკეთობას. 6 წლის ასაკში საჩუქრად მიღებული ინსტრუმენტების ნაკრები, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მომუშავე ეკონომისტისთვის, ახლაც ყველაზე ბედნიერი მოგონებაა.
\"მას მერე ხან ჩაქუჩს ვაკაკუნებდი, ხან რაღაცას ვხერხავდი. ყოველთვის ვაკეთებდი რაღაცებს, უბრალოდ ბიზნესის სახე ამას არ ჰქონდა, გასაყიდად არ ვამზადებდი. თბილისში ხეზე ჭრას ვსწავლობდი დაახლოებით ერთი წელი, თუმცა წამოვედი, რადგან იქ რასაც ვაკეთებდი, ამის საშუალება სახლშიც მქონდა, მამაჩემის ხელობიდან გამომდინარე. მეთქი ჩემთვის სახლში გავაკეთებ რაღაცებს, მაშინ ვცადე პირველად გასაყიდად მაგიდების გაკეთება, მაგრამ არ გაიყიდა. მერე არც მიცდია\", - ამბობს 38 წლის ბანკირი.
კოვიდ-რეგულაციებმა ნიკას საყვარელი საქმე გაახსენა. გვეუბნება, რომ პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევა სწორედ მამის სახელოსნოში შეძლო.
\"შეიძლება ითქვას, ამ პერიოდის გადატანაში დამეხმარა. თითქმის ყველაფერი გაჩერებული და ჩაკეტილი იყო. რაღაცა გჭირდება ადამიანს რომ გაერთო, გული გადააყოლო - ჰობი - სამსახურის მერე განტვირთვისთვის. ჩემი სამსახური შეიძლება ფიზიკურად არ იყოს დამღლელი, მაგრამ იღლები მორალურად. თავშეყრის ადგილები და შეკრება რომ აიკრძალა, რაღაცა იყო საჭირო და აგერ ვიპოვე, გვერდით. ხშირად მახსენებდნენ, რომ უნდა მეჭამა რამე, იმდენად არ ვეშვებოდი, არ გამოვდიოდი სახელოსნოდან\", - გვიყვება ნიკა.
იზოლაციაში ყოფნისას იუთუბზე ბევრ სასწავლო ვიდეოს უყურა და როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთი ექსპერიმენტი ხის პალეტების (კონსტრუქცია, რომელიც ტვირთის გადაადგილებისას, ან შენახვისას გამოიყენება, ავტ.) გამოყენებით ჩაატარა. პირველი მცდელობებით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა მოგვიანებით სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.
\"ძმამ იყიდა რამდენიმე პალეტი, ყოველთვის გვინდოდა რაღაც გაგვეკეთებინა ჩვენთვის, განა გასაყიდად. ვინმე რომ ვერ გააკეთებს, ისეთი რთული მართლა არ არის, თუმცა არც ძალიან იოლი. მათემატიკური პრინციპივითაა - თუ იცი, მიჰყვები და მარტივია, თუ არა, გზები უნდა ეძებო, რომ სწორ პასუხამდე მიხვიდე. სწორი ინსტრუმენტებიც გჭირდება. პირველი რომ გავაკეთე, ძალიან ბევრი ვიწვალე... არ ვიცოდი, სად და როგორ გადამეჭრა. მეორე ის, რომ სანამ ააწყობ უნდა დაშალო, იმიტომ რომ რასაც აქ ვყიდულობთ, ყველა პალეტი მეორადია და ზოგი მორყეულია, ზოგი ზედმეტი ლურსმნითაა დაჭედილი. ამიტომ რაღაც გამოცდილება გჭირდება. პირველ ჯერზე, ძალიან ბევრი გამიტყდა. გვარიანად ვიწვალე, ახლა უკვე გამოცდილებაც მივიღე და ხეზეც რომ ვიცოდი ასე თუ ისე მუშაობა, ჟარგონზე რომ ვთქვა, \"დავამუღამე\", რა როგორ გამეკეთებინა და ახლა უფრო მარტივად გამომდის. რომ გავამზადე, ლამაზი გამოვიდა და ვიფიქრე ფეისბუკზე დავდებ-თქო სურათებს. მეგობრებმა მირჩიეს ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებშიც დამედო და აქედან წამოვიდა ინტერესი. გავაკეთე მეორეც, მესამეც და რამდენიმე შეკვეთა ავიღე. ერთი უკვე წაიღეს... სხვები თვის ბოლომდე უნდა ჩავაბარო“.
სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება პალეტისგან დამზადებულმა ფერადმა სკამ-მაგიდამ დაიმსახურა, რომელიც ნიკამ შეკვეთით დაამზადა.
\"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთი რომ გამოვიდოდა. თავიდან ლაქით დავამუშავე, მომწვრის ეფექტით მომეწონა და დავამზადე, მაგრამ კლიენტმა რომ ნახა, მითხრა ფერადი მინდაო. ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, როგორი იქნება-მეთქი, მაგრამ ფერები საკმაოდ კარგად გამომივიდა. ეზოში რომ დავდგი, ძალიან ლამაზად კი გამოიყურებოდა, მივხვდი რომ ფერადიც არც ისე ცუდი ყოფილა\", - იღიმის მოყვარული ოსტატი.
ახლა სამსახურის მერე მთელ თავისუფალ დროს სახელოსნოში ატარებს. გვიხსნის, რომ ხარისხიანი მასალის შეძენა საკმაოდ რთულია, რადგან ე.წ ევრო პალეტები დეფიციტურია. ნაკეთობის ფასი საღებავზეც არის დამოკიდებული და 300-დან 400 ლარამდე მერყეობს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...