როხის სახალხო დღესასწაული 2018 წლის 25 სექტემბერი.
#როხი250წლისაა 2018 წლის 25 სექტემბერს სოფელ როხის საერთო-სახალხო დღესასწაული აღინიშნა. 250 წლის ისტორიის მქონე სოფელი საიუბილეო თარიღს განსაკუთრებულად შეხვდა. სახალხო ზეიმზე ადგილობრივების მონაწილეობით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა, როხის წნინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. სოფლის ცენტრში გაიხსნა "ახალგაზრდობის სკვერი", ოთხ ადგილობრივს კი როხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. , მაია როხვაძეს, მამა გიორგი(ბერაიას), ექიმ ლელა ბრეგაძეს და დამსახურებულ პედაგოგს სონია გაჩეჩილაძეს, საპატიო ტიტული სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭათ. სახალხო დღესასწაულს როხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება მიუძღვნეს. როხის მაცხოვრებლებს სოფლის დღესასწაული ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. სოფელ როხში საერო-სახალხო დღესასწაული ღვთისმშობლობას აღინიშნებოდა, ზეიმი წლების მანძილზე დავიწყებას იყო მიცემული, წელს კი იგი როხის მაჟორიტარი დეპუტატის თორნიკე გაჩეჩილაძის ინიციატივითა და ადგილობრივების მხარდაჭერით აღდგა.
მსგავსი ვიდეოები
სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა
culturegovge culturegovge
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზოლუციის კანონპროექტი ევროპარლამენტში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დოდო აბაშიძე - 100
პირველი არხი Georgian Public Broadcaster