„განათლება განვითარებისთვის“ - პროექტში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან
საგანმანათლებლო ცენტრი „მარდი“ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს „განათლება განვითარებისთვის“ იწყებს. ცენტრის პედაგოგებისა და დამაარსებლების ინფორმაციით, არნიშნულ პროექტში სხვებთან ერთად სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. პროექტის თანახმად, შაბათ-კვირას ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფიზიკური აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის საოლიმპიადო მათემატიკასა და ზოგად უნარებში. „გვსურდა წამოგვეწყო ეს უფასო კურსები საოლიმპიადო მათემატიკასა და ზოგად უნარებში, რადგან ყველას არ აქვს ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სერვისზე, რომ იმეცადინოს კერძოდ და ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს შევთავაზოთ ის, რაც შეგვიძლია უსასყიდლოდ“, - აღნიშნა მათემატიკის დოქტორანტმა კობა შონიამ, რომელიც მოსწავლეებს უქმე დღეებში მათემატიკის კურსს უფასოდ ჩაუტარებს. სოციალურად დაუცველი ბავშვების მოძიებას ცენტრი თვითმმართველობასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით გეგმავს. პროექტი მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიწყება. ცნობისთვის, საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც 2017 წლის იანვარში დაფუძნდა, ამ დროისთვის, სკოლამდელი ასაკიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ირიცხებიან. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოზარდებიც არიან, რომელთათვის, ცენტრის ერთ-ერთი დამარსებლის, ელისო რაფავას ინფორმაციით, სწავლა უფასოა. Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
“ათინათმა“ საჯარო გამოსვლის ხელოვნების კონკურსი ჩაატარა
Radio Atinati
0
ზიარებისწინა ლოცვები
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
გალობანი სინანულისანი
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
მოგზაური ბიბლიოთეკა | Bookmobile
ბათუმელები / Batumelebi
#ნაშუადღევს პროფესიული განათლების კვირეული 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
lela kacharava
რუსუდან ანუშიძე
სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია
Giorgi Kvirikashvili