რა მიზნით ჩამოიყვანეს საქართველოში ათი მცირეწლოვანი ბავშვი
რა მიზნით ჩამოიყვანეს საქართველოში ათი მცირეწლოვანი ბავშვი და იგეგმებოდა თუ არა მათი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანა, სადაც, შესაძლოა, ბავშვების გაყიდვას აპირებდნენ. საქმე ტრეფიკინგის მუხლით აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ინტოქსიკაციის დიაგნოზით, ჯერ ზუგდიდის ჰოსპიტალში შეიყვანეს, ამ დროისათვის კი მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. მათგან ყველაზე პატარა შვიდი თვის ჩვილია. სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს ამ წუთებში ქალბატონი, რომელმაც მცირეწლოვნები საქართველოში ჩამოიყვანა. ირმა ჭოლაძე ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და ის ახლა ქუთაისიდან გვერთვება - რა ინფორმაციის მოპოვება მოხერხდა ამ დროისათვის? შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ტრეფიკინგის მუხლით აღძრა. უწყების ცნობით, რამდენიმე დღის წინ, 8 აპრილს, მოსკოვი-თბილისის რეისით, საქართველოში უკრაინის მოქალაქე ჩამოვიდა, რომელსაც ათი მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა თან. სამინისტროს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. ის საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. ამ ფაქტმა კი გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავდა. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან. ზუგდიდის მცხოვრებლები კი, რომელთა მეზობლადაც ქალბატონი ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, ჰყვებიან, რომ მცირეწლოვნები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა სწორედ მათ გამოიძახეს, რადგან ოთახიდან ბავშვების ტირილის ხმა ესმოდათ. სახლში შესულებს კი მოზარდები, ტანსაცმლის გარეშე, შიშვლები დახვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#Reachnewmarkets: საერთაშორისო მედია ქართულ საწარმოებს მოინა...
Business Media Georgia
ტრაგიკული შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GSPSA - ტრავმირებული ძაღლი "ტუსა" და მისი 8 ლეკვი
GSPSA
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GSPSA - Dog Shelter - "გაბი\
GSPSA
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა
Vakhtang Gomelauri
რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რა მიზნით იყვნენ საქართველოში კადიროველები | ვინ არის ასლანბ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi