GSPSA - ტრავმირებული ძაღლი "ტუსა" და მისი 8 ლეკვი

06/19/2017
GSPSA-ის მიერ

2017 წლის 18 ივნისს, შუადღეზე თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ძაღლს მანქანამ დაარტყა და მიიმალა. ძაღლი აღმოაჩინეს ბავშვებმა ტრასაზე და დარეკეს ჩვენთან.

GSPSA-ს თავმჯდომარის მიერ ძაღლი გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა \"აიბო\"-ში, სადაც მას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. გამოკვლევამ დაადგინა მძიმე დაზიანება ხერხემლის შუა ნაწილზე. ძაღლი ფეხზე ვეღარ დგება. სამწუხაროდ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ძაღლი არის დედა და არ ვიცოდით თუ სად ჰყავდა ლეკვები.
უბანში მაცხოვრებელი ბავშვების მიერ მოხდა ტერიტორიის დათვალიერება ლეკვების აღმოჩენისათვის, ტერიტორია კი საკმაოდ დიდია. ტრავმირებული ძაღლის მეგობარმა ძაღლმა ბავშვები მიიყვანა ფერდობზე ბუნაგთან. ბუნაგი წარმოადგენდა დაახლოებით 2 მეტრამდე გათხრილ სოროს, საიდანაც ისმოდა ლეკვების ხმა. ხელით ვერ მოხდა მიწვდომა ლეკვების გამოსაყვანად. გამოძახებული იყო ცხოველთა მონიტორინგის ჯგუფი, რომლებმაც შესაბამისი იარაღების საშუალებით გამოიყვანეს ლეკვები. ლეკვების რაოდენობა არის 8 ერთეული., დაახლოებით არიან 16 დღისანი. ტრავმირებული ძაღლი და ლეკვების გადაყვანა მოხდა GSPSA-ს თავშესაფარში. დედა ძაღლი დაწყნარდა, მას ჩაუტარდა ვეტერინარის მიერ დანიშნულება, ასევე მოხდა დაზიანებული ქსოვილების გაკერვა. ტრავმა ძალიან სერიოზულია. ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება. ამავე დროს რენტგენის ფოტოზე არის ძაღლის ორგანიზმში რამოდენიმე ადრე ნასროლი ტყვია. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული, ვინაიდან ვიღაც ვიგინდარამ მანქანა დააჯახა ძაღლს და მიიმალა.
მადლობას მოვახსენებთ ვეტერინარულ კლინიკა აიბოს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და იმ ბავშვებს და ქალბატონებს, ვინც ნახა ძაღლი და შემდეგ აღმოაჩინეს ლეკვები.

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თავშესაფრისა და მიუსაფარ ცხოველებს:

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
მიმღების დასახელება (ინგ): GEORGIAN SOCIETY FOR THE PROTECTION AND SAFETY OF ANIMALS
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. - http://gspsa.org.ge/animal-adoption-p...

კონტაქტი: http://gspsa.org.ge/contact/


www.gspsa.org.ge
https://www.facebook.com/pg/gspsa.org...