GSPSA - Dog Shelter - "გაბი\
ჩვენს თავშესაფარში ხანდახან სასწაულები ხდება! ალბათ ბევრი არ დაგვიჯერებს, რომ ეს ცუგა, სახელად "გაბი" ფეხზე დადის. ის 9 ოქტომბერს გარდაბნიდან ჩამოვიყვანეთ. ძაღლს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა, საიდანაც დადგინდა გავის ძვლის მოტეხილობა, უკანა კიდურების პარეზი და ანკილოზი, ასევე ხერხემალში ჩაჭედილი ტყვია, სამწუხაროდ აღნიშნული დაზიანებები არ ექვემდებარება ოპერაციას. უკანა კიდურებში არ ჰქონდა მგრძნობელობა. http://gspsa.org.ge/gabby/ იმედი არ არსებობდა და ვიცოდით, რომ ძაღლი ცხოვრების ბოლომდე ინვალიდი დარჩებოდა... მაგრამ მოხდა სასწაული! "გაბი"-მ თავშესაფარში მოხვედრიდან დაახლოებით 3 კვირაში გაიარა. რა თქმა უნდა ის თავისუფლად ვერ დადის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფეხზე დგება და უკანა ფეხებს ახმარს სიასრულის დროს, ეს ძალიან სასიხარულოა. გაბი ძუ ძაღლია. ის დაახლოებით ერთი წლის არის. ტრავმა ადრე აქვს მიღებული. ჩვენ უზომოდ გვიხარია, რომ გაბიმ გაიარა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს პირველ რიგში დამსახურებაა ჩვენი თავშესაფარის ვეტერინარის მარიამ მაღრაძის. მან გაბის ბევრი მასაჟი ჩაუტარა და ყველაფერი გააკეთა, რომ ძაღლის ჯანმრთელობა გამოსწორებულიყო. დიდი მადლობა მარიამს! ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა ფორმით გვეხმარება ცხოველების კეთილდღეობისათვის. თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/
GSPSA-ის სხვა ვიდეოები
დაცვის კომპანია "ალგანი"-ს თანამშრომლის მიერ ძაღლი...
01:16
საქართველო, ხაშური, შ.პ.ს. "სავანეს" ძაღლების თავშ...
02:55
Maestro TV - ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეტისი G...
10:37
GSPSA - rustavi2 P.S. - უმოწყალოდ დახოცილი ძაღლებ...
00:57
GSPSA - ტრავმირებული ძაღლი "ტუსა" და მისი 8 ლეკვი
03:02
GSPSA - 17 Years of fight for Animal Rights in Geo...
22:54
GSPSA - "კაცების დრო" TV პირველი არხი 29.06.2017
მსგავსი ვიდეოები
„ნანუკას შოუს“ ქასთინგზე - გაბი
Jolo Press
მოგზაურობა იტალიაში(პატარა გაბი ქ.მილანში და ვენეციაში) 2018
Nino Zirakashvili
კრავ მაგას სემინარი გაბი მიხაელთან და ბესო ხუციშვილთან ერთად
mushkud
კახა ბასილია და გაბი მიხაელი
zaal karalashvili
ბაბი და გაბი
cipcuna
18 ივლისი, 2021
gabi xome გაბი ხომე
დანი და გაბი - საბავშო სიურპრიზები - Dani and Gabi
Dani and Gabi
ანდრია და გაბი
Elene Demetrashvili