კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი გორში
18 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი გორს ეწვივნენ. დელეგაციამ დაათვალიერა გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯი და დაესწრო კოლეჯთან არსებული ქალთა კამერული გუნდის კონცერტს. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტის - „რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, გორის ყოფილი კულტურის სახლის შენობას უკვე გადაეცა კინოჩვენებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კინოდარბაზის დათვალიერება. სამინისტროს დელეგაცია აგრეთვე დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ანიმაციური ფილმების ფესტივალს - „ექო-თოფუზი"; დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სარემონტო სამუშაოების დათვალიერებაც. ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრება და შეხვედრას გამართავს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი გ...
culturegovge culturegovge
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი...
culturegovge culturegovge
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი გ...
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში დასრულდა
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი პანკისის ხეობაში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ზუგდიდში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ზუგდიდში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ფოთში
culturegovge culturegovge