მინისტრის ვიზიტი პანკისის ხეობაში
პანკისის ხეობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას, ასევე მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და მინისტრის მოადგილის ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ვიზიტი შედგა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბექა ბაიდაურთან და ადგილობრივი უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტროს დელეგაციამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. კულტურის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად პანკისის ხეობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და პანკისის კულტურის სახლი დაათვალიერა; ასევე მოინახულა სოფელ დუისში, უსუპ მარგოშვილის სახელობის დუისის საჯარო სკოლა, სადაც გაიმართა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან, ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან. შეხვედრა ამავე სკოლის ხალხური თვითშემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მცირე კონცერტით დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ ასევე მოინახულა სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი, ბალთაგორის ციხე-სიმაგრე, ჯოყოლის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ახმეტის კულტურის სახლი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„ცოცხალი წიგნები“ პანკისის ხეობაში
culturegovge culturegovge
მამუკა ბახტაძე ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრის ვიზიტი ხარაგაულში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ქუთაისში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ვანის რაიონში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი სიღნაღში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი სვანეთში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ვანის რაიონში
culturegovge culturegovge