კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი გორში

07/18/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი გორს ეწვივნენ.
დელეგაციამ დაათვალიერა გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯი და დაესწრო კოლეჯთან არსებული ქალთა კამერული გუნდის კონცერტს.
სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტის - „რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის\" ფარგლებში, გორის ყოფილი კულტურის სახლის შენობას უკვე გადაეცა კინოჩვენებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კინოდარბაზის დათვალიერება.
სამინისტროს დელეგაცია აგრეთვე დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ანიმაციური ფილმების ფესტივალს - „ექო-თოფუზი\"; დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სარემონტო სამუშაოების დათვალიერებაც.
ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრება და შეხვედრას გამართავს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან