ქაშუეთის წინ - რეზო ამაშუკელი
IG: / kur1to F/Book: / datuna.kurashvili.1 #რეზოამაშკელი #RezoAmashukeli ქაშუეთის წინ .. ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ არაყის ფული მთელ დღეს აგროვა, მერე დაუსხეს დიდ ჭიქაში და... _ ადამიანი მაინც მარტოა! მიდგა კუთხეში სიტყვის უთქმელად და სავსე ჭიქას ცოტა ადროვა, მერე გადაკრა სულმოუთქმელად... _ ადამიანი მაინც მარტოა! ნუ მეკითხები ასე რატოა: ვინ _ ვინ ჩაწიხლა, ვინ _ ვინ დატოვა, როგორც კი ცოტას წაიფორხილებს _ ადამიანი, უკვე მარტოა! არ უნდა ამას დიდი მიტინგი, ჭკუათმყოფელმა, ვინც კი სანდოა, იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი, _ ადამიანი მაინც მარტოა! მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს, მავანი ისევ მხოლოდ ღადოა, დრო მაინც ყველას კუთვნილს არგუნებს, _ ადამიანი მაინც მარტოა! ზოგს ნინო უყვარს, ზოგს ქეთევანი, ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა, ვის დაფნა ერგო, ვის სატევარი, _ ადამიანი მაინც მარტოა! ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს, ზოგს დავიწყების თოვლმა ათოვა, სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს... _ ადამიანი უკვე მარტოა! ქვეყნად რამდენმა ხატა, აშენა, სიტყვა და ფერი მოაჯადოვა, ისევ ოცნების გადასარჩენად... _ ადამიანი მაინც მარტოა! თუ ვინმე დიდი კაცი გამოჩნდა, თუ ვინმე ერის სადიადოა, _ გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა? _ ადამიანი მაინც მარტოა! წუთისოფელი თავის გზით მიდის, თვალსაწიერიც უფრო ფართოა, ყველამ ჩახედოს საკუთარ სინდისს, _ ადამიანი მაინც მარტოა! ჭიქა-ღვინოზე თავის შექცევით, ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა, ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი, _ ადამიანი მაინც მარტოა! მე ჩემის თავის არც რა დარდი მაქვს, მაგრამ არ ახსოვს მრავალ დარდიმანდს, დრო იყო, ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა, დრო იყო, კლიტე ეპყრა შადიმანს! ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი ან აყვირებით, ან გაყუჩებით?! _ `გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები!~ განწმინდეს, ნათლეს, რა არ იღონეს, ეშმაკმა მაინც არ მიატოვა, (ვწერ უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს) _ ადამიანი მაინც მარტოა! რაც უნდა აშრო ბედის ხორბალი, ბოლო არჩივი მაინც ქატოა, ფიცარი ფუყე და გამომპალი... _ ადამიანი მაინც მარტოა! მე ჩემსას ვიტყვი, გინდა მომკალი, _ სამყარო, აი, რაც უზადოა! ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი _ _ ადამიანი მაინც მარტოა! ... ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ არაყის ფული დიდხანს აგროვა, _ მერე, რა მერე? `მერეს~ ლოდინში... _ ადამიანი მაინც მარტოა! ცა მოწყენილი და საავდროა, დგას მობუზული მთვრალი სანდრუა, და ეკითხება გამვლელ-გამომვლელს: _ _ ახლა რა დროა?! ახლა რა დროა?! არც მიფიქრია თქმა რამე ახლის, მე რა თავს ვახლი ასე რატოა? მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი... _ ადამიანი მაინც მარტოა
Datuna Kurashvili-ის სხვა ვიდეოები
03:22
Datuna Kurashvili - ნოდარ დუმბაძის ლექსი
03:07
Datuna Kurashvili - Uxmod mivkvebi quchis napirebs...
00:30
mesi goal vs bilbao მესის გოლი ბილბაოს წინააღმდეგ...
04:19
Irakli charkviani - Menatreba/მენატრება (cover)
01:07
ronaldo and rooney ' s two amazing goal! რონალდუსა...
04:15
Ramoxda tuki vegar shevxvdebit/რა მოხდა თუკი ვეღარ...
01:47
Kura - მოხურავს კარს..
მსგავსი ვიდეოები
რეზო ამაშუკელი - ქაშუეთის წინ
MULTIMEDIA GE
რეზო ამაშუკელი - „ქაშუეთის წინ“
Lela Fetelava
რეზო ამაშუკელი, მაკა შალიკაშვილი ქაშუეთის წინ
ქართული პოეზია
ქაშუეთის წინ-ლექსი რ.ამაშუკელისა-კითხულობს მარინა ყორანაშვილ...
მარინა ყორანაშვილი(marina koranashvili)
გარყვნილების ტრფობა - სოდომური ცოდვა
Moonchild • მთვარის შვილი
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Кадры 9 апреля (тайм коды) / 9 აპრილი! გოგა ხაინდრავას კადრ...
D.B.Cooper
ვითარება რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster