Ramoxda tuki vegar shevxvdebit/რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით/gamotxoveba/გამოთხოვება/otar chiladze/
/ datuna.kurashvili.1 ოთარ ჭილაძე რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით გამოთხოვება Ramoxda tuki vegar shevxvdebit Otar chiladze რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით, ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფი სცენის სურნელი ახლავს რაც არც უხდება და არც სჭირდება, ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს, შენგან მრავალი ტკივილის მნახველს. და გზა რომელიც გაიყო ორად და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი, თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი: ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის, გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს, რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაღუპად და რისხვა გულმა რაც დააგუბა, რაც გულს აქამდე ძალით ეკავა, წვრილმან გრძნობების წასალეკავად გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი. და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით იქცეს კოშმარად და მოჩვენებად, დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად. მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი, ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს და იმ ღიმილის უხეში ქიმი გაგვივლის გულში... შენ კი გახსოვდეს, რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს, რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც და ჩემი სულის ყველა ნაფოტი იმ კოცონისთვის მზადდება ახლა, რომელზეც შენი სურვილით ახვალ. მაგრამ იქამდე შენი სახელი, ვით ჩემი მტრების თანამზრახველი, ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით დამახრჩობს, თუკი ამოძახებას ვერ შევძლებ უცებ.
Datuna Kurashvili-ის სხვა ვიდეოები
03:22
Datuna Kurashvili - ნოდარ დუმბაძის ლექსი
03:07
Datuna Kurashvili - Uxmod mivkvebi quchis napirebs...
00:30
mesi goal vs bilbao მესის გოლი ბილბაოს წინააღმდეგ...
04:19
Irakli charkviani - Menatreba/მენატრება (cover)
01:07
ronaldo and rooney ' s two amazing goal! რონალდუსა...
05:07
ქაშუეთის წინ - რეზო ამაშუკელი
01:47
Kura - მოხურავს კარს..
მსგავსი ვიდეოები
შოთა ასპანიძე - რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით / Ra moxda t...
Natii garashvili
#93 ოთარ ჭილაძე - რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით... კითხულობ...
ციფრული პოეზია
მაკა რაზმაძე | რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით
TV IMEDI
მარიას პირველი დღე ბაღში
Maria TV
ზედ ამერიკულ ChatAlternative - ში
Crazy Matee
RA MOXDA 14 IVNISS
shmagi Gigashvili
რა მოხდა კიევში - ra moxda kievshi
Oscar Dos Santos
Enki-Benki - mere ra moxda / ენკი-ბენკი - მერე რა მოხდა
Enki Benki TV