ოჯახის სიწმინდის დღე
10 წლის წინ დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება. თბილისი და რეგიონები მასშტაბურმა შეკრებებმა მოიცვა. მოქალაქეების და სასულიერო პირების საზეიმო ფეხით მსვლელობა და სამშვიდობო პარაკლისი - ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. ოჯახური ფასეულობების და ტრადიციების დასაცავად დღეს დედაქალაქში 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა. მსვლელობას ყველა თაობა შეუერთდა. იყო მიმართვა პატრიარქის მოსაყდრისგან. მეუფე შიოს გამოსვლაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონიც იყო ნახსენები, რომელმაც ქვეყანაში ვნებათაღელვა გამოიწვია. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ოჯახური ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ გლობალურ ნეგატიურ ტენდენციებს გაუსვა ხაზი და ყურადღების მიღმა არ დატოვა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი რეზონანსული კანონპროექტი, რომელიც ჯერ ისევ განიხილება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახური ღირებულებების და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის მიღების მომხრეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახის სიწმინდის დღე
Ajara TV
ოჯახის სიწმინდის დღე
guriatv
ოჯახის სიწმინდის დღე
TV IMEDI
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახის სიწმინდის დღე
TV IMEDI
ოჯახის სიწმინდის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster