MOE: ფესტივალი ,,თუშეთობა 2012''

09.07.2012 03:27

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... 7-8 ივლისს დაცული ტერიტორიების საგენტოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით "თუშეთობა 2012'' გაიმართა. ფესტივალი გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ გახსნეს. "თუშეთობა 2012'' -ის ფარგლებში, პირველ დღეს, ჯომარდობაში თუშეთის თასი გათამაშდა, ასევე გაიმართა თუშური ტრადიციული თამაშობები, რომლის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ თუშური სამზარეულო. გაიმართა ტრადიციული თუშური გამოფენა, წარმოდგენილ იქნა პარაპლანით გადმოხტომის ახალი სერვისი თუშეთის ეროვნულ პარკში. საღამოს მოძრაობის თეატრმა ცეცხლოვანი შოუ გამართა, რომელიც ჯგუფ "მგზავრების'' კონცერტით გაგრძელდა. პირველი დღის ღონისძიება სპეციალურად მოწვეულმა DJ-ეებმა დაასრულეს. ფესტივალის მეორე დღეს წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თავად მიეღოთ მონაწილეობა თუშური კერძების მომზადებაში. საღამო დაასრულა ლატვიის ფოლკლორულმა ანსამბლმა "ზეპერი''. თუშეთობის ფესტივალს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და იგი ყოველწლიურად იმართება. ფესტივალის მიზანია ეკონომიკური შემოსავლების ზრდა და ეკოტურისტული პოტენციალის და შესაძლებლობების წარმოჩენა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
01:49

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალშემკრები აუზების მეშვეობით

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: აქცია „მწვანე მომავალი\"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნერგები გადაეცათ

MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ნერგები დარგეს

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა
01:15

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი\" გაიმართა
02:58

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  „ბაღის ფრინველთა საათი\" გაიმართა
01:10

MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო