კახეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია
სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების პოტენციალი, მინერალური - სამკურნალო წყლის უნიკალური რესურსი, თიხის დიდი მარაგი, აგურის, რკინა-ბეტონის წარმოებისა და ტყავის გადამუშავების რესურსი, მეფრინველეობის განვითარების პერსპექტივები,- კახეთის ეკონომიკური პოტენციალი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კახეთის რეგიონის ბუნებრივ რესურსებზე, მის ეკონომიკურ- ტურისტულ პოტენციალზე და ბიზნესმენებს საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა. “ჩვენ რეალური საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ კახეთში საინტერესო ბიზნესპროექტები განხორციელდეს. დღეს რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 224 მილიონი ლარია. ინვესტიციები ჩაიდო თელავში, საგარეჯოში, სიღნაღში, ყვარელში, ახმეტაში სასტუმროების მშენებლობის, ღვინის წარმოების, ნავთობის მოპოვების და სხვა მიმართულებით. ჩვენი მთავრობის პოლიტიკამ, ბიზნესის ხელშეწყობამ, თანამიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა ინვესტიციების ზრდის ტენდენცია რეგიონში. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ბიზნესმენებს, რომ დაინტერესდნენ ამ შესანიშნავი მხარით და აქ განახორციელონ მათთვის საინტერესო ბიზნესპროექტები,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რომლებიც ძირითადად ჩაიდო ენერგეტიკაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, ვაჭრობასა და განათლებაში, კომუნალურ მომსახურებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში გაცემულია 10 ათას 122 სესხი - საერთო ღირებულებით 443 მილიონზე მეტი ლარი. ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 34 ახალი საწარმო, რომლებისთვისაც გაიცა 21 მილიონი ლარის სესხი. გარდა ამისა, გადაიარაღდა 267 საწარმო, რომლებსაც მიეცათ 53 მილიონ 680 ათასი ლარი,”-განაცხადა პრემიერმა. პროექტის ''ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვი'' შესახებ ვრცლად იხილეთ : http://e.gov.ge/zkfXp
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
კახეთის ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისში ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს-გამოცდილება...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახეთის მუნიციპალიტეტები ეკონომიკური განვითარების გეგმებს მო...
vaso babuashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
№20 ხმა რეგიონებიდან - ჭაობიდან ჭაობს ვირჩევთ!
სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
#ბიზნესპარტნიორი ბიზნესთან შეთანხმების გარეშე, შრომის კოდექს...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი