ეკონომიკური საბჭოს სხდომა

17.09.2022 00:43

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა და შემოსავლები გაიზარდა ტურიზმიდანაც, რომელმაც იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ორ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი იყო რთველი. 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: