ოპოზიციის მთავარი აქტორები კვოტებს ინაწილებენ - დაშლის თუ არა ლიდერთა ამბიციები გაერთიანებას
მოლაპარაკებათა მაგიდის ნაცვლად, ერთმანეთთან ბრიფინგების ფორმით საუბრის და უთანხმოების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა რიტორიკა შეცვალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ დათმობის პოლიტიკა დანარჩენი ოპოზიციისთვის მისაღები აღმოჩნდა. დაძაბულობა გარკვეულწილად განმუხტა ინიციატივამ, რომლის მიხედვით პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატებს მხოლოდ ორ ოლქში წარადგენს. ახლა საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა დანარჩენი ოპოზიციური ძალები შეთანხმებას ექვს ოლქზე, რომელიც დარჩენილმა 29 პარტიამ უნდა გაიყოს. სწორედ თბილისსა და დიდ ქალაქებში ერთობაზე აკეთებს ოპოზიცია მთავარ აქცენტს. შესათანხმებლად დრო ცოტა რჩება, ერთობლივი კონსულტაციები კი ამ დრომდე არ დაწყებულა. პოზიციების ერთგვარი დათმობის მიუხედავად „ნაციონლაური მოძრაობა“ ითხოვს, რომ სხვა პარტიებმა კანდიდატები მათთან კონსულტაციის შედეგად შეარჩიონ. ჯერ-ჯერობით დედაქალაქის მთავარ უბნებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშრებით მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორამცია და ვერსიები ვრცელდება. თბილისის გარდა გაერთიანებულ ოპოზიციას იგივე პროცედურების გავლა და კონკრეტულ გვარებზე შეთანხმება რეგიონებშიც მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით / ოპოზიცია კვლა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
16
მოლაპარაკებების მეოთხე, გადამწყვეტი რაუნდი / ბოიკოტს შეფიცულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 2 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 23 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 19 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 10 დეკემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster