16

• პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს, მტკიცებულებების გარეშე წარმოდგენილ ბრალდებებს პასუხობს და საერთაშორისო სტანდარტებზე მიუთითებს - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თაღლითობას მიმართავს, რაზეც ადრესატი კომენტარს არ აკეთებს • საზოგადოების დაყოფა, ბულინგი და კამპანიის მთავარი აქტორები - ზეწოლა და აგრესიული რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ჟურნალისტების დევნა, შეურაცხმყოფელი ეპითეტები განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩევლის მისამართით და ელჩებზე შეტევის კამპანია პრეზიდენტის განცხადების შემდეგ • ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დიასპორის ხმებით შეძლო, რის გამოც „სოციალისტურ პარტიაში“ ოპონენტს დიასპორის პრეზიდენტი უწოდეს - არჩევნების შედეგები მოლდოვაში, მხარეთა პოზიციები და განცხადებები • დღეიდან, გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია - იმუნიზაცია ოთხკომპონენტიანი პრეპარატით, შერჩეული სამედიცინო დაწესებულებები და მედიკოსთა რჩევა მოქალაქეებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: