MOE: წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვაზე აქცია გაიმართა
03/22/2014
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია''. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარი - პლაზმურ-ემისიური სპექტროფოტომეტრი ICP-OES, რომელიც იძლევა საშუალებას უმოკლეს დროში მაღალი სიზუსტით განსაზღვროს წყლის, ჰაერისა და ნიადაგის სინჯებში მძიმე ლითონების ფართო სპექტრი. აპარატის შეძენამდე ვერ ხერხდებოდა ამ სინჯების მაღალი ხარისხით გამოკვლევა. დღეს, წყლის სინჯების აღება მოხდა თბილისის ზღვიდან, რომელიც შემდგომი გამოკვლევისათვის გადაიგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში. წყლის სინჯები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ პირადად აიღო. ახალი დანადგარის მეშვეობით პირველადი შედეგები რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი, საბოლოო დასკვნა კი, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.