Phantom - ამოცანა Prod. By Mz9Beats
studio voice balance : zaza lomtadze / toko.churadze Beat by Mz9Beats ტექსტი : მისამღერი თუ ამჟამად ვდუმვარ , არ გეგონოს ყრუ ვარ , ველოდები ამოხეთქვით ემოციის ვულკანს , უსახსრობის გარდა წინ არაფერი უდგას ჩემს შემართებას , არ მივიღებ ბედისგან უარს , იუდას ვეძახი კაცს , ვინც მატერიალურზე მყიდის , შიშის ნიადაგზე რისკზე არ მიდის , ყიდის ურთიერთობას , ყველას შეგეცით სათითაოდ , გთხოვთ აგიტატორებო რიგი დაიკავოთ . 1-ლი ვერსი თუ მუსიკის ფონზე მნახე ხმამაღლა ჩართული სადმე , ალბათ სიმართლის მოსმენა მწყუროდა ან და თუ კი რამემ შეგაშინა ან დაგაეჭვა , შენ რაც მოგაწოდეს და დაღეჭე , მე ის გადავყარე ! მოიშორე სიამაყე , მიაყარე მიწა , წარსულს მიაბარე , იარე ისე , რომ პაექრობას სდევდეს გამარჯვება , თუნდაც მწარე . თქვენი მოგდებული არ ვიკმარე , არვინ მიღებს კარს მე , ამიტომაც თვით საღებების ოსტატი დავიპყარ მე , მიწიერი რეალობა იწამე სულ სრულად , აპოკალიფსზე ადრე გევლინებით უწესოებს აღსასრულად , დასაწუნად ვინც მიმეტებთ , მათმა ხომ არ იცით , რომ საქმე შემეცნებითი წლებს მიბარდება საგანძურად . მომეცი ძალა , საბაბი , თუნდაც ზუსტი მუხტი , მძლავრი , არა სუსტი , გრუნტით მიშლი ვაღორძინო კულტი , ახლოს მოსვლას ვერ ბედავ , შორიდან მისტვენ ? შენვე მაიძულებ ჩაგახუტო მუშტი , მე ხომ შიშველ სიმართლეს გიშვერ ! შიმშილს ვერ მომიკლავთ , სანამ დრო წარსულს არ გარდამცემს , ნამცეცების შეკოწიწებით , სანამ გული საღად ცემს , მოწიწებით , სანამ სვეტი უსასრულობის ანათებს , ამ მომენტამდე ვერ მიპოვნი ჩუმ სანატრელ სამარეს ! ბევრჯერ დამცდენია ფეხი , დამცემია მეხიც , მიპოვნია ხერხი , თუმც არ გავქცეულვარ , საიდანაც შევრცხვი , როგორც ცეცხლში გახვეული ვეფხვი , თქვენში თავისუფლების ეშხი რომ გაითავისოთ ხომ სამუდამოდ შეგშლით . მისამღერი თუ ამჟამად ვდუმვარ , არ გეგონოს ყრუ ვარ , ველოდები ამოხეთქვით ემოციის ვულკანს , უსახსრობის გარდა წინ არაფერი უდგას ჩემს შემართებას , არ მივიღებ ბედისგან უარს , იუდას ვეძახი კაცს , ვინც მატერიალურზე მყიდის , შიშის ნიადაგზე რისკზე არ მიდის , ყიდის ურთიერთობას , ყველას შეგეცით სათითაოდ , გთხოვთ აგიტატორებო რიგი დაიკავოთ . მე-2 ვერსი მახსოვს წარუმატებლობის პიკი , წარმოსახვა შემდგარი ცხოვრების , როცა მუზამ ვეღარ გადმოსძახა შთაგონებას , ეს მომენტი ხშირად მაგონდება , როგორც სული ქართული არ დამონდება - ერი არ გამიღორდება . რა მოხდება არვინ იცის , თუმც მე მრწამს ფიცის , მრწამს გამოწვდილი უფლის ხელის , ვარამისას რომ გშველის , ეს არის ამოცანა ტექსტის გამომცემლის , თუ არ წამს იმიერის , მაშ შველას რატომ ელის ?! როცა მცდელობები გისრულდება კრახად , რწმენის სუიციდია ეს ცალსახად , თავს ვერ იტან დასანახად და თამამად აცხადებ - თავს იმეტებ დასამარხად , როგორც ადამანტიუმი აუძლურებს რასსამახას . მოიკრიბე ნებისყოფა , შემართების ძალა რაც გეყოფა , დააერთე მათ მიზანი , რწმენა განუყოფლად , ნუთუ გიღირს მუქთად კარგო ნათენები ღამეები , წუთისოფელს შერჩე ობლად მავნე მანეკენი . მიკროფონი არის გადამცემი , ჩემი გადამრჩენი , მოვამზადე ცელი , გავისველე სისხლით ხელი , ჩაეჭიდე რეპის ამპლიტუდას , სანამ პირში სიტყვა დაგიგუბდა და სათქმელი მდუმარებაში გაიგუდა , ამდენი მტკიცება უკვე ყელშია ამის დედაც , ყურადღება სად ყლეშია და ეს იდეაც ანუ ბარები თქვენი მჭყლეტია , ეს ისედაც იასნია , კატანაზე ბასრია ! ისე ხელიც კი არ გამსვრია ! მისამღერი X2 თუ ამჟამად ვდუმვარ , არ გეგონოს ყრუ ვარ , ველოდები ამოხეთქვით ემოციის ვულკანს , უსახსრობის გარდა წინ არაფერი უდგას ჩემს შემართებას , არ მივიღებ ბედისგან უარს , იუდას ვეძახი კაცს , ვინც მატერიალურზე მყიდის , შიშის ნიადაგზე რისკზე არ მიდის , ყიდის ურთიერთობას , ყველას შეგეცით სათითაოდ , გთხოვთ აგიტატორებო რიგი დაიკავოთ . Outro თუ არ შეხვედრიხარ ინტელექტუალურ ძალადობას , როდესაც ტვინი იხევს ასაკოვან ანაფორას , როდესაც სიტყვა გადმოსცემს ფაქტებს და არა ალბათობას , ყოფიერებას აპობს და ალგორითმებს უცხადებს თანადგომას , არა ? მაშ მითხარ ვინ ხარ ? ჩემზე წინ რით ხარ ? გიხმარ ! რამდენი ღირხარ ? თუ არ გაგაჩნია შინაგანი ზნეობა , ტყვეობაა იცოდე მსგავსი კაცის მოღვაწეობა !
მსგავსი ვიდეოები
Phantom - ურყევი სიჩუმე
PHANTOM თ. ჭ.
წუთები წამს // wutebi wams
Phantom
Phantom ft Saimen - დინება
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - დაგეძებ (Video)
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - აჩრდილთა სავანე ( Prod by : Klaxy )
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - დღიურის ერთი ფურცელი
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - სასახლე სამარედან
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - შესატყვისი (Official Video ) Prod. By Dansonn
PHANTOM თ. ჭ.