Phantom - დაგეძებ (Video)

23.12.2017 03:54

Prod by : EMOTEBEATZ ბალანსი: ზაზა ლომთაძე CameraMan : გიო თოდუა Video edit: ნიკა ბიწაძე https://www.facebook.com/toko.churadze ტექსტი: აღარ მაქვს მიზეზი რომ გიწოდო ჩემი , ვაკუუმში ვიყავ შენ კი მისი გარსი დამიფშვენი მშვენებით , სითბოსა და ყურადღების ჩვენებით , ვერ ვეჩვევი ერთ დღესაც შენს გარეშე , შენ კი ამ ყველაფერს ვერ ხვდები ... მითხარი რომ არ გჭირდები და იმ წამსვე გავქრები , ხომ იცი , თუ გავშალე იალქნები , აღარ გეახლები . მსუბუქი ჰანგების სიმფონიით გეწვევი და თუ შენც მოინდომებ ჩემს პოვნას , დამერწმუნე შეგწვდები . რთულ დროებას მხოლოდ შენით ვუძლებდი , გულს მისულდგმულებდი , გარშემო ვუყურებდი სამყაროს და ვფიქრობდი ხელს ვერაფერი შეგვიშლის , ჩვენ რამ უნდა გაგვყაროს ? თუმცა ვითარება სათქმელს ჩემზე სათანადოდ გაგანდობს . ძარღვებიდან მღელვარე სისხლის წვეთები მიორთქლდება , გეგონება თითქოს მთელი სამყარო მეომება ... გონება მიმომეფანტა მარტივ იონებად , რაც მითქვამს , გამიკეთებია ის ხომ არ განმეორდება . გამაუძლურა დამარცხებამ , წერამ ვერ შემმატა ძალა , ვკრულავ დღეს , როდესაც მუზა მეწვია და მომეძალა , მომე ძალა რათა კვლავინდებურად ვიარსებო , მე ხომ უცხო სიყვარულს ახლახანს გავუგე გემო ! ბუნება ტკივილის ოდენობას ვერ ფილტრავს , ამდენს ვერ გარდიტანს , სიღრმისეულად გამომფიტავს . ვნება გაბატონებული არაერთხელ მიმარცვლია , შენ ხარ და იქნები სულის მხუთავი ინსპირაცია ! უსათუოდ დაგეძებ ძალა გამოცლილ დერეფნებში , ვაცეცებ თვალებს სიღრმისკენ - ვიძირები სიბნელეში , ვერც ვერასდროს შეგელევი , როგორც სევდა მელანქოლიკს , სივრცის გაჭრით შენამდე მრისხანე ემოცია მოდის . დანაკლისი ვერ მაოცებს , თავს არვის ვაცოდებ , ვერიდები ნაცნობებს , მათი სიახლოვე მაცოფებს . ჩემს თავს ზემოთ ხანძარია , თითქოს ამიფეთქდა ზეცა , სევდის ნთხევის ნიჭი მე ხომ ჭირის სახად გადმომეცა . შენი წყალობით პოეტურ-რითმულ ეთიკას ვხვეწავდი , ბნელ ოთახში საგულდაგულოდ მოსვლის გეგმას ვძერწავდი , ვერ ვწვავდი მოგონებებს , ხმასაც არვინ მაგონებს , გაუსაძლისია სიმარტოვე , რაც ამჟამად მაღონებს . არ მსურს , მაგრამ ვუცქერ სურათებს ფერგადასულს , ვემსგავსები ავ სულს , სადაც კი შევეჩეხები წარსულს , ჩემი ყოველი ტაეპი წარმოადგენს შენთვის პასუხს . გიძღვნი არსებობას , სანაცვლოდ ვიღებ შედეგს ფატალურს . იზოლატორში მოვექეცით , ვართ მხოლოდ ჩვენ ორნი და არვინაა მუნჯი ემოციების გამგონი . მინდა ნაწილებად დავფშვნა ჩემი დროის წამზომი , თურმე მეტის მეტად რთულად აღქმადი გამხდარა ფანტომი . მითხარი ვისკენ წარვმართო ბედ-იღბალი , რომ ყოველი დაშვებული შეცდომა აღარ იყოს ჩემი ბრალი , ხომ იცი ნიღბის ტარება არ მჩვევია , თუმცა ამ ჟამს იქით მუდამ მზად მექნება სტრატებია , დასაშვებია , მოვიშორე სიფიცხე და აგრესია , რომ წერტილი საბოლოოდ დასმადი აღარ იყოს ტრაგედია . მე მგონი დრო გამივიდა , დამეხურა სეზონი , განშორებისას მზად იქნება ჩემი არმაგედონი , საერთოდ ამ ქვეყნად ნეტა რისთვის მოვევლინე , ერთი მიზეზი დამისახელე , არა თუ რამოდენიმე ! დამივიწყე ვინაიდან ვერ გეხები , ვერ გეხვევი , გავემართე , მკვდარ სულთა სამფლობელოს შევუერთდები ... X2 უსათუოდ დაგეძებ ძალა გამოცლილ დერეფნებში , ვაცეცებ თვალებს სიღრმისკენ - ვიძირები სიბნელეში , ვერც ვერასდროს შეგელევი , როგორც სევდა მელანქოლიკს , სივრცის გაჭრით შენამდე მრისხანე ემოცია მოდის . დანაკლისი ვერ მაოცებს , თავს არვის ვაცოდებ , ვერიდები ნაცნობებს , მათი სიახლოვე მაცოფებს . ჩემს თავს ზემოთ ხანძარია , თითქოს ამიფეთქდა ზეცა , სევდის ნთხევის ნიჭი მე ხომ ჭირის სახად გადმომეცა .

გაზიარება: