Phantom - სასახლე სამარედან
Prod by : D-Low Mixing /Mastering : PAJO https://www.facebook.com/QutaiseLiPaJo/ subscribe ტექსტი რა ქმედებამ რა შედეგამდე მიგიყვანა ? ვინც გიყვარდა დათმე თუ ახლიდან შეიყვარე ? ისევ მშვიდი ვარდნა განვიცადე მორევში ღარიბი ბიოგრაფიით , კენტად ვიარე ბნელეთში აურაცხელი გრაფიკით . იქ ვეპოტინე სხივებს , თუმცა ვერც ერთმა ვერ დაძლია სიმძიმე სულის , ალბათ სხეულთ ტონა ცოდვა მაცვია . ეს ასეა და განა თავად არ ვიცი რად ვიქეცი ? რამდენჯერაც წავიქეცი იმდენჯერ ფიცი მივეცი თავს , გათენებისას შევიცვლებოდი მცირედით , ხავსს მოვიცილებდი , ზეცას გავყურებდი იმედით . მანკიერი იდეოლოგიის შვილი , უარყოფილად დაგეშილი , განდეგილად მკერდში კვლავ ქარიშხალი მაქ ჩაბეჭდილი . ვინ იცის ვინ რა ეტაპს გადის ? ან რა დონეს მეტასტაზის ? ჩემ ამბოხებულ ხმას ახშობენ დღემდე კამერაში გაზის ... ვეზიდები გზაზე სევდას , ვეზიზღები ნანატრ შვებას , ძალაშებოჭილი ვაკვირდები დაავადების დაბადებას . ოცდა სამი წელი ცხოვრების ეპილოგის კითხვაში და ამდენივე დაშვებული შეცდომების შიფვრაში . კიდევ ერთი დღე მორალის , შრომის დაუზოგავის , რატომ არის ღირსების კოდექსი ბრმა და გაუგონარი ?! შემომეჭრა ზამთარი , მოგონებებით გამთბარი , სუსხმა ცრემლი გამიშრო , მაგრამ ვერ ჩამიქრო ღადარი . ფიქრებს მანამ არ მოვასვენებ , სანამ აქ არ ავაშენებ სასახლეს სამარედან , ელდით სიხარულს დავამშვენებ . თქვენ ღმერთს ეძებთ ეკლესიაში , მე კი მის გარეთ , ქოხში შეიფარეთ ეშმაკი და მლიქვნელობა შეიყვარეთ . ვერ ჭრის თვალი მისი , ვინც შექმნა სვეტი მიუდგომელი , ცა მოჭედეთ ცდომილებებით , გადამალეთ უცილობელი . ვცადე , განა არ ვცადე ? მაგრამ აქაც არ დამაცადეს , უიღბლო ჩემი ბედისწერა ალბათ ისევ ნაცარს ქექს . სიცრუეს მაზიარეს , სათნოების ზეთი მაცხეს , შეითავსეს როლი მხსნელის და მორჩილება მომისაჯეს . სურვილი არსებობისა თუ წყურვილი სიცოცხლისა ? ხმა მომესმა რომ შემეყარა ნიჭი უვარგისობისა . შეუმდგარი ცხოვრების ფირებით დინების საპირისპიროდ , პირს არ ვიბრუნებ დროებამ სულ გათელვა რომ დამიპიროს ! როგორც ჩემი მამული , არა ერთხელ სიმწრით ნაღმუვლი , ჩემს სულიერსაც ამაოების მჭიდი აქ დახლული . ნამუსი ახადეთ სისპეტაკეს , სითავხედით ამხედრდით , ისე დაეძებდით თავისუფლებას , თვალებსაც არ ახელდით . თავს ვუსვამ კითხვას რა იქნება შემდეგი ეტაპი დეპრესიის გამოვლინების , ნოსტალგიის ახირების ? თუ ქაოსია გარშემო , შენ რაც არ უნდა აშენო , ამშვენო სვლები , წინამძღოლობა არ იქნება საშენო ! შემომეჭრა ზამთარი , მოგონებებით გამთბარი , სუსხმა ცრემლი გამიშრო , მაგრამ ვერ ჩამიქრო ღადარი . ფიქრებს მანამ არ მოვასვენებ , სანამ აქ არ ავაშენებ სასახლეს სამარედან , ელდით სიხარულს დავამშვენებ . - რა მომიტანა ხელწერამ ? სულ სევდას ვეგებებოდი . - რას ელოდი ბეჩავ ?! - ნეტავ თაბახს სულ არ გავკარებოდი .. - ვერა წაუხვალ გარდაუვალს , ნუ გგონია წინ მიიწევ , ჩემს გარეშე ვერას გახდები , შენ ვერასდროს დამივიწყებ ! შემომეჭრა ზამთარი , მოგონებებით გამთბარი , სუსხმა ცრემლი გამიშრო , მაგრამ ვერ ჩამიქრო ღადარი . ფიქრებს მანამ არ მოვასვენებ , სანამ აქ არ ავაშენებ სასახლეს სამარედან , ელდით სიხარულს დავამშვენებ .
მსგავსი ვიდეოები
დადიანების სასახლე / Dadiani Palace
Places in Georgia
Phantom - ურყევი სიჩუმე
PHANTOM თ. ჭ.
წუთები წამს // wutebi wams
Phantom
Phantom ft Saimen - დინება
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - დაგეძებ (Video)
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - აჩრდილთა სავანე ( Prod by : Klaxy )
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - დღიურის ერთი ფურცელი
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - შესატყვისი (Official Video ) Prod. By Dansonn
PHANTOM თ. ჭ.