Phantom - სილუეტი

29.05.2020 03:07

Prod by : D-Low Mixing - https://www.facebook.com/QutaiseliPaJoMC ვერ ვპოვე მოსვენება , არ მიმიღო სიმარტოვემ , შინაგანი ხმები უკვე შენზე აღარ მიამბობენ . აქ დარდობენ ხვალინდელზე , აწმყოში ბაირამობენ , არ ცნობენ ცნობიერებას , მხოლოდ მორალით გართობენ . აქ შენ რა გესაქმება , ალბათ კითხვა დაგებადება , ეს ბრალდება არ გეგონოს , აქ სუიციდი მზადდება . გაცნობენ თავს სრულყოფილად თუმც იკითხე რამდენი დღით , შემოქმედი ვერ იქნება შემართებით დადებითი . ვერ გამიგია რა დამრჩა აქ დრო თუ თავისუფლება ? მუქდება ხასიათი , ენთუზიაზმი აღარ მეუფლება , უქმდება შემეცნების სფერო , კრიზისს რა შევუფერო ? სჯობს საბედისწეროდ გავაცნობიერო ატმოსფერო . დავეძებ გამოსავალს , იმედების ამტან ნატამალს , ვუწოდებ ცხოვრებას ფატალურ ანბან თავგადასავალს . მეწევა ეკლიანი ბგერა , ვით ზეციური წყევლა , თუ სამარისებულ სიჩუმეში ხმამ ხმადაბლა ჩაახველა . გამწირა ბედმა და ერთხმად ელდა შემომეკედლა , უკუქცევადია შერწყმა , ვერ გამიგო ერთადერთმა . ვის რა ესმის ტკივილის , მხოლოდ ისვრიან ბასრად რეპლიკებს , ხოლო ეპიცენტრს ხელოვნება დაგაექსპერიმენტირებს . --------------------------------------------------- ჩემთან რა ესაქმება ოცნებას , მოწმეა თავად ღმერთი . მწუხარებაც რომ იყო ღამეს უცვლელად გავათევდი , ხელსაც არ ვახლებდი , რომც გზად მეპოვნა მნათე ხვედრი , ცად ლამპიონს ავანთებდი , შენს სილუეტს გადავფენდი . --------------------------------------------------- ცად გაბნეული ღრუბელი თითქოს ერთ მუჭად შეიკრა , ბჟუტად ნათება მერიდა , ბნელეთმა დაახეიბრა , ხელიდან მაცლი ჭეშმარიტ და უზენაეს ვნებას , შემდეგ გიკვირს ჩემში თხრობის სისტემა ასე რატომ ფეთქავს? თანაც ბედავს აქეთ მესარჩლება , ქვეცნობიერს ამცირებს , დროა მივიღო ზომები , ზომიერება გრძნობებს აციებს . ნექტარი ლოტოსად ვახვიე და გარეგან პულსაციებს , იწვევს ხსენება , მონატრება მიკითხავს ნოტაციებს . ჯავრების ჯამით ხელში აღარ წარმოვთქვამ სადღეგრძელოს , რომც მეძნელოს დავაღწევ თავს და სადაც უნდა მეძებოს . ერთგულება დამიწუნეს , ვერ ვეგუები მათ რაც ირწმუნეს , ხედვები გადამიწურეს და მიწურულს ვიწროდ მიყურეს . მხოლოდ მან იცის ღელვის და მორბედი ბრაზის შესახებ , ხელს ვერ ვახლებ , ვერ ვნახე გზა , რომელზედ არ იყო ზედ მახე , საიქიოში არც კი ეცადო აჩრდილი თავთ წამიქწიო , აქაურობისთვის ვარ უცხო , როცა განვიცდი ნუ განიცდიო . ან თუ განიცდი ნუ ხარ ხმამაღალი , აფთარი და ფიცხიო , არ ხარ პირველი კაცობრიობის , არც უკანასკნელი რიცხვიო . შეწუხებული ვუცქერ შენს ცვალებად კარიკატურას , თუმც ნატურას ვცემ თაყვანს , მან მაგიურად დამაპურა . ვეღარ დამატყვევა სისუსტემ და გავიჭერი ფიქრებად , ის მსურს მე , ვინც მარადისობის კანონს დამპირდება . ჩვენი კამათის დროება ირეკლავს სარკისებულად , რაც კი ამ ქვეყნად სიყალბის მიერ არ ათვისებულა . --------------------------------------------------- ჩემთან რა ესაქმება ოცნებას , მოწმეა თავად ღმერთი . მწუხარებაც რომ იყო ღამეს უცვლელად გავათევდი , ხელსაც არ ვახლებდი , რომც გზად მეპოვნა მნათე ხვედრი , ცად ლამპიონს ავანთებდი , შენს სილუეტს გადავფენდი .

გაზიარება: