Phantom - ურყევი სიჩუმე

07/11/2018
PHANTOM თ. ჭ.-ის მიერ

prod by: Wandererr
video edit: PJ
Balance: zaza lomtadze
  / tornike.churadzee  


ჭკუა აჭრილი ვცდილობ ვპოვო სიმშვიდე სანუკვარი , ადამიანი მოღალატეა , თავს არაერთხელ ვუთხარი , არ ავყევი ინტუიციას და მრავალჯერ მინანია , რა ხანია ვიყავ მსხვერპლი , ახლა კი ვარ პირანია !
ბრმა ნუ ხარ ! იქონიე შეფასების უნარი . საკუთარი ზღუდარი თუ გაგექცა , განუცხადე უარი
ზრახვებს , მიზნებს თუ ქმედებებს , თუ მათმა უკან დაგხიეს -ნაკლოვანებები შენიღბეს , არ ცხადყვეს , არ ამხილეს . თუ ამომაცალე მოთმინება , მაშ გაიცნობ თორნიკეს , მოღვაწეს ჭეშმარიტების , ის აგრესიას მოგირგებს , არც თუ ისე სასიამოვნო ხმოვნებს აღაფრთოვანებს , მზის შუქურა მაგ ცბიერ მზერაში აღარ შემოაღწევს . შევეცი დროის ფაქტორს , როცა მიყურებ მარტოს , შეჰნატრი ჩემს დაცემას და წყევლა-კრულვით მამკობ , მუდამ ვიტყვი და ვამბობ , მტრებს ვაზომავ სამ ასოს , ჩვენს შორის მართალი დაე ეპოქამ გაამართლოს ... თუ კი მხედავ დაღდასმულს და ზემოდან მაფურთხებ , შენს მზაკვრულ მომავალს იქვე სასუდაროდ ვაკურთხებ ! წყრომა ხორციელი უმნიშვნელოა იმ შეგრძნებასთან , როცა სულიერ დანაკარგს ზედ აბამ ვედრებასთან .

ყველას უღრმესი მადლობა , ვინც ეცადა ჩავეძირე ,
დროა განეყარო გამზრდელს , ვინაიდან ჩაგეძიე ,
ფარსის სუნი ვიკარ და უმალ ყმუილით შეგესიე ,
ვძლიე ემოციებს და შურისძიების ბილიკს ვეწიე .

ამასობაში მიპოვნია ინსომნია აუტანელი , საზარელი ბედი მერგო , თავთ დამემხო ციტადელი .
თითქოს სახესთან აფეთქდა სავსე ნავთობის ბარელი , დამღლელია მოლოდინი , თუ არ ხარ ფუჭად დროის მფლანგველი . არ გამაჩნია სტატუსი და არ მჭირდება წოდება , ჭირისუფალთა მიწაზე შენ მიწოდე მოგონება , რას შევეხიზნო ან სულადაც რა ბედს ვეწიო ? აქ ყველა გარბის წინ , წინ მაქვს სანატრელი სილბო და პეწიო ... ვაღიარებ კანონს , რომელიც მხდის თავისუფალს , თუმც ანსხვავებს მარაზმის ფორმის სიდიდეს და ვიზუალს . ვინ ვარ , მითხარ , თუ კი დრამა უნებლიედ მამდიდრებს ? თუ წუთისოფელთ ვეღარ ვხედავ შესაფერის სამკვიდრელს ? ნუ ღა გიკვირთ თუ რატომ ვარ დღეს დღეობით ჩაკეტილი , აქ არ ბინადრობს სული ჩემთვის ბოროტი და არც კეთილი , არსებობს ადამიანი , რომელიც მიმზადებს მახეს , წარმოადგენს უწმინდურობის და პირფერობის იერსახეს . ურყევი სიჩუმე არის ჩემი პასუხი და ის მრავალს იტყვის , გეშინოდეს მისი , როგორც მეშინია ღვთის რისხვის ! ვინც მღალატობს , ღალატობს ადამიანობის ასპექტებს . დრო დროულად ბუმერანგს მას ავ სიფათში აფეთებს . ვინც კი ამართვა მისწრაფება მიზნისკენ , სიღრმისკენ ვუშვებ , რაღა ეჭვი თუ კი ხედავ მოვლენების მტკიცებულებს ? უშვებ ტკივილს ულევს სტროფში , მას ცრემლი ვერ აყუჩებს , მაშ ვინ არის მტაცებელი , თუ აქ თევზებს ვაცლი ლაყუჩებს ?!