Phantom - მეტყველების რიტმი
Prod: D-Low Mix: PaJo https://www.facebook.com/tornike.chur... ვერ იწილადებ საღ შფოთვას , თუ შიში შენში არ ოხრავს , ვაორთქლებ რაც მიბოჭავს ამ სამყაროდ , აქ ცა არ მოჩანს , რა მომრჩა ? ბედი ყოველ ჯერზე ელის ყელი გამომჭრას , ეს მე ვარ კოჭმარი რო ჭამს , ბოდვამ რომ დაანაოჭა . გეტყვიან არაუშავს თუ აზროვნებითაც გიმრუშავს , დაგამუშავებს ცხოვრება , დაგამსგავსებს მსხვრევად შუშას - წარუმატებლობის კომპლექსებით თან აკინძულ ჭკუას , უარს მიიღებ ყველგან , სადაც მიზანი თვალს ხუჭავს . თუ თავადვე ვერ გაუგებ კუთვნილ თავს ფასს , აწ არც დაფასდები , ვერ გაადნობ ლითონის კარკასს , ამგვარად ამ თამამ კამათს თვით ამოცნობა მართავს , აქ სხვაგვარად ვერ გაუძღვები ყრუ მსმენელთა დარბაზს . მის გვერდში დგება მუდამ , ვინც უწესობას ერთხმად ებრძვის , არ ეთაკილება , შენამდე მხოლოდ ექო მოდის ძვლების ტეხვის , ვეტრფი ერთგეულების გამომწვევ მახასიათებლებს , რაც შენთვის მიუწვდომელია მიწისქვეშეთი აფეთქებს ! როგორც ვადაგასულ პროდუქტს მიყურებენ , ამათ მონურ აზროვნებას რომ ავყვე ალბათ შევაჯდები ფსიქოტროპულს ! თუ მომინდება ხელოვნებით ასახული ჭეშმარიტება გამოვლინდება , ინფუზორიების წყობით იქმნება მტკიცე ლოგიკის განყოფილება . წყეული ტკივილი ვერ გადავანაწილე , მაცილე ნუგეში , ბოლომდე გამწირე, აწი მე მავნებ ? სევდა მივაძინე , ვინც კი ჩამეძია , ჭაობში ჩავძირე , აწიე თავი და კალამი არწიე , თავი დააღწიე ცდუნებას , დაძლიე ციებ-ცხელება , ქაოტურ ლაზიერს ვერ აღუმართავენ ჭადრაკულ ბარიერს . ისევ მეტყველების რიტმით რომ ავათამაშე მელანი , ვერავინ შეძლო შემდგარიყო ნაფეხურის მზვერავი , რაციონალური გონების შემამსწავლებელი მხედარი , გიჩვენებს ვინ უგუნურია და ვინ ცოცხალი ცხედარი . არ მიზიდავს ზედაპირული , ისევ თავდასხმა ტაქტიკური , ხელოვნებაა გამოფიტული , როცა აღწერ რაცაა ხილული , პრინციპული როგორ ხარ ? თუ ეგ პროზაა ჰიბრიდული , სტიმული თავს არ გესხმის თუ არ ხარ ამომწურავად კრიტიკული . მისი მისიაა დღიური სილუეტის ხილვა ფიზიკური , აშლილობა კლინიკური თუ მიზეზი მისტიური , ლეტარგიული საპატიმროა მოუნელებელი მისი წყლული , მივიწყებული მარადიული ცნებაა მისი ტიტული . კითხე ჩემ მოძულე ძუებს , ჩასაფრებულ ღამის ბუებს , ცხვირი რომ აიბზუეს , მტრობით ბოლოს რა მოძუეს . ჩემში მოკვეთა დიდების მანიის მოხდა სწორედ მაშინ , როდესაც შენ ჯერ არ იყავი საიმის მიდებ-მოდებაში . მოგიტყან განათლების წყარო , ახლა ისიც არ მაკმარო , რომ ვაკეთო ის , რაც ჩემთვის უდრის აქ მთელს სამყაროს , ვდევნე შენი შეგნება და მცდარი განაჩენი , ხომ იცი ყალბი ცათამბჯენი ვერ გაუტოლდება ჩემს მაღაროს . კმაყოფილებით ჩავაცივდი ძვირფასს , ქვეცნობიერი რომ იცავს , იმ აზრს , რომ მათი სასურველი სამოსი მე არ ჩამიცვამს . რითმითაც დამიცავს მხოლოდ ის რაც თავთან მითქვამს , ხოლო ვინც ფიცის ტეხვას ელის , ეზოში ელოდოს ცივ გვამს . ვერ შემზღუდეს , ვერ შემბოჭეს , დღემდე ვამხობ დედის პროჭებს , ვინც ჩემი მიმართულებით ყრიდა ცოფებს , იარები შემიხორცეს , შემართება გამიცოცხლეს , არ მიცნობენ , ხოლო გამიცნობენ და გამივრცობენ ჩემ ყლეს და ძალაუნებურად ამკიდებენ ცოდვებს . შენ ხარ სირებით ინსპირირებული , პლებეური ჭკუით ინფორმირებული , თუ გგონია რომ ორიენტირებული თავზე ვარ მხოლოდ და ზომბირებული მასისთვის ღირსეული გახდე , ანუ იყო მათ სურვილზე დამოკიდებული , წიაღისეული ცნებები გათელეს , ამ ბაქტერიისთვის ვარ ანტისხეული . მე მეტად მმატებს ბრაზის მეტასტაზებს თუ სურვილი ამჟამინდელ აზრებს შევაზავე , და ხელი ვუშვა ვაზნებს ნიშნავს გამძლე შეურყევად ფაზებს , ის გარანტიას გაძლევს , რომ მათი დამიწებით ბარიკადზე დამიძახებ კამიკაძეს .
მსგავსი ვიდეოები
Phantom - ურყევი სიჩუმე
PHANTOM თ. ჭ.
წუთები წამს // wutebi wams
Phantom
Phantom ft Saimen - დინება
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - დაგეძებ (Video)
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - აჩრდილთა სავანე ( Prod by : Klaxy )
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - დღიურის ერთი ფურცელი
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - სასახლე სამარედან
PHANTOM თ. ჭ.
Phantom - შესატყვისი (Official Video ) Prod. By Dansonn
PHANTOM თ. ჭ.