განმუხურში ,,ქართულმა ოცნებამ'' გაიმარჯვა

22.10.2016 00:43

განმუხურის 38-ე უბანზე ხმების დათვლის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ხმების ყველაზე მეტი - 285 ხმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ მიიღო, " ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი -156 ხმა.

რაც შეეხება გამგეობის კანდიდატებს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი - 283 ხმა მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მიიღო, ხოლო 124 ხმით ნაკლები "ნაციონალების" კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ- 159 ხმა.

აღნიშნულ უბანზე 24 ბიულეტენი გაბათილდა.

ცნობისთვის 38-ე უბანზე სულ 1145 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან 447-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:
SkillHub